დღესდღეობით, კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება, მაგრამ როგორც განის ნაკრების ყოფილი მოთამაშე მოჰამედ აჰმედი აცხადებს, მესის იმის გაკეთება არ შეუძლია, რასაც ის აკეთებდა.
“ვფიქრობ, ბურთით მე უფრო კარგად ვმოქმედებდი, ვიდრე მესი. რასაც მე ვაკეთებდი, ის ლიონელს არ შეუძლია.
მესის თამაშს ხშირად ვუყურებ და ვერ დავეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია.
დღეს, ადამიანები ფეხბურთელებს აღმერთებენ, ხოლო ჩემ დროს რომ ასე ყოფილიყო, მესი ჩემთან ახლოსაც კი ვერ მოვიდოდა”, – ციტირებს აჰმედის სიტყვებს Goal.Com-ი.