მარკოიშვილის 8-ქულიანი გამარჯვება და ფაცაციას უქულო მარცხი

ვითიბი ლიგაში მორიგი ტური გაიმართა და ქართველი ლეგიონერების გუნდებმაც თავთავიანთი მატჩები გამართეს. მანუჩარ მარკოიშვილის ცსკამ ასტანაში ყაზახური გუნდი დაამარცხა, ხოლო ლევან ფაცაციას „ნიჟნი ნოვგოროდმა“ტურნირზე მე-4 მარცხი „ხიმკისთან“ განიცადა.

არმიელები რომ ყაზახეთში „ასტანას“ დაამარცხებდნენ, ამაში ეჭვის შეტანა რთული იყო. მოსკოვურმა გრანდმა ზომიერი სხვაობოთ – 78:60 იმარჯვა და ცხრილში მეორე ადგილზე ერთპიროვნულად განთავსდა.

ქართველმა ლეგიონერმა 19:37 წუთი ითამაშა. ის სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. მარკოიშვილმა 4-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 8 ქულასთან ერთად მანუჩარმა 2 მოხსნა, 1 პასი და გუნდში უმეტესი 3 ჩაჭრა მოაგროვა. საუკეთესო შედეგი საშა კაუნმა დააფიქსირა, რომელმაც პირად ანგარიშზე 12 ქულა, 6 მოხსნა და 4 დაფარება ჩაიწერა.

ფაცაციას გუნდმა „ხიმკისთან“ შინ წააგო. მატჩი დაძაბული იყო და მისი ბედი ოვერტაიმში გაირკვა. ძირითადი დრო 79:79 დასრულდა, ექსტრახუთწუთეულში კი „ხიმკიმ“ 94:86 იძალა. ქართველმა ლეგიონერმა 11:10 წუთი ითამაშა და მოედანი უქულოდ, 1 მოხსნით დატოვა. ფაცაციამ 2-2 სამიანი და ორქულიანი ააცილა.

ცხრილში პირველ ადგილზე „ხიმკია“. მეორე ცსკა-ა, ხოლო მესამეზე „ნიჟნი ნოვგოროდია“ განთავსებული.

gbf.ge

ფაცაციას “ნიჟნი ნოვგოროდმა” “ფენერბაჰჩესთან” ვერაფერი გააწყო

იტალიაში გამარჯვების შემდეგ „ნიჟნი ნოვოროდისთვის“ წარუმატებელი გამოდგა ევროლიგის ტოპ-16-ის მეორე ტური. ლევან ფაცაციას გუნდმა სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ უმასპინძლა და შეხვედრა 18 ქულის სხვაობით – 60:78 დათმო.

ფაცაცია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილამოედანზე გატარებულ 09:24 წუთში კი 4 მოხსნა და 1პასი მოაგროვალევანმა თითო ორქულიანი და სამქულიანი ააცილა, 1 პერსონალური ფოლი მიიღოდა მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.

ფენერბაჰჩეს” განაცხადში არ ყოფილა ქართული პასპორტის მქონე რიკი ჰიკმანისაუკეთესო კიამერიკელი ენდრიუ გუდელოკი გახდარომელმაც 24 წუთში 23 ქულა ჩააგდო.

ფაცაციას გუნდს თითო მოგებაწაგება აქვსშემდეგ მატჩს კი 16 იანვარსესპანეთშითორნიკეშენგელიას “ლაბორალ კუჩასთან” გამართავს.

gbf.ge

ქართულ დერბიში მარკოიშვილის ცსკა-მ ფაცაციას გუნდი გაანადგურა

ვითიბი ლიგაში ქარველი კალათბრთელების გუნდები შეხვდნენ. ტურნირის ერთადერთმა წაუგებელმა გუნდმა „ნიჟნი ნოვგოროდმა“, რომლის ღირსებასაც ლევან ფაცაცია იცავს, მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-ს უმასპინძლა და შანსოდ წააგო. მოსკოვურმა გრანდმა მასპინძლები 84:59 გაანადგურა.

ქართველთაგან სასტარტო ხუთეულში მხოლოდ ფაცაცია იყორომელმაც მოედანზე 14:41 წუთიდაჰყო და 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვალევანმა თითო სამქულიანი და ორქულიანი ააცილა,ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

მარკოიშვილმა 19:33 წუთი ითამაშა და მოსკოვურ კლუბს 10 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი შესძინა.ქართველმა უკანახაზელმა ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 1 შეცდომადაუშვაერთხელ დაჯარიმდა და მის წინააღმდეგაც თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.

ცსკა და “ნიჟნი ნივოგოროდს უკვე ერთნარი მაჩვენებლები (10 მოგება, 1 მარცხიგააჩნიათ დაპირველმეორე პოზიციებს ინაწილებენ. ვითიბი ლიგის მორიგი ტურის კიდევ ერთი ცენტრალურიმატჩი 22 დეკემბერს ჩატარდებაროდესაც მესამედგილოსანი “ხიმკი” მე-4 პოზიციაზე მყოფ ვიქტორსანიკიძის “უნიკსს” უმასპინძლებს.

 gbf.ge

უკრაინაში მოთამაშე ქართველებისთვის 2014 წელი წარმატებულად დაიწყო

წარმატებულად დაიწყო 2014 წელი გიორგი ცინცაძისა “დონეცკმა”, რომელმაც VTB ლიგაში გასვლითი გამარჯვება მოიპოვა. უკრაინულმა გუნდმა რუსეთში იმარჯვა, სანკტ-პეტერბურგში ადგილობრივ “სპარტაკს” შანსი არ დაუტოვა – 91:65.

ცინცაძე სასტარტო ხუთულში არ ყოფილა, თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 20 წუთი გაატარა. ქართელმა გამთამაშებელმა 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 2 ორიანი კი ააცილა. 3 ქულასთან ერთად გიორგიმ 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. დონცკელთა ახალმა გამთამაშებელმა, დარელ მიჩელმა 23 წუთში 9 ქულა, 5 პასი და 3 მოხსნა დააგროვა, საუკეთესო კი ბერნარდ კინგი გახდა 22 ქულითა და 10 პასით.

6 მოგებით და 4 მარცხით “დონეცკი” “ა” ჯგუფში მე-4 ადგილზე იმყოფება “უნიკსის”, “ლიეტუვოს რიტასის” და “ლოკომოტივის” შემდეგ. VTB ლიგაში მომდევნო მატჩს დონეცკელები 12 იანვარს ჩეხეთში, “ნიმბრუკთან” ჩაატარებენ, 9 იანვარს კი უკრაინის ჩემპიონატში “კრივბასს” უმასპინძლებენ. უკრაინის პირველობაზე გამარჯვება მოიპოვა ტრავმირებული ლევან ფაცაციას “აზოტმა”, რომელმაც დნეპროპეტროვსკში ადგილობრივი “დნიპრო” 81:74 დაამარცხა. მიმდინარე ჩემპიონატში ეს აზოტელთათვის მეორე გამარჯვებაა.

ფაცაციას ხელი აქვს მოტეხილი და მოედანზე გაზაფხულამდე ვერ გავა.

gbf.ge