მომავალი სეზონისთვის მიუნხენის „ბაიერნში“ კარლო ანჩელოტის დანიშვნის შემდეგ ხოსეპ გვარდიოლას „მანჩესტერ სიტიში“ სამწვრთნელო კარიერის გაგრძელების ალბათობა უფრო მაღალი გახდა.
ამას „ВeIN Sports“-თან „ქალაქელთა“ მცველის მარტინ დემიჩელისის საუბარიც ადასტურებს. თურმე, დემიჩელისს გამოცემის რეპორტიორისთვის უთქვამს, რომ გვარდიოლასა და „სიტის“ ხელმძღვანელობის შეთანხმების შესახებ გაუგია. ამავდროულად, სათქმელია, რომ არგენტინელს თავისი წყარო არ დაუსახელებია.