ლებრონ ჯეიმსი მაიამიში სამწვრთნელო ბანაკს შექმნის

„კლივლენდ კავალიერსის“ ლიდერი ლებრონ ჯეიმსი მაიამიში თავისი თანაგუნდელებისთვის სპეციალურ სამწვრთნელო ბანაკს შექმნის.

ვარჯიშს კალათბურთელები მიმდინარე კვირას დაიწყებენ და შემდეგი კვირის ბოლომდე ივარჯიშებენ. მოწვეული მოთამაშეების სახელები ამჟამად უცნობია.

ცოტა ხნის წინ ჯეიმსი სამხრეთ ფლორიდაში კაირი ირვინგთან ერთად ვარჯიშობდა. გამთამაშებელს, რომელსაც ივნისში მუხლის ოპერაცია აქვს გაკეთებული, ახლა მხოლოდ ფიზიკურ კონდიციებზე მუშაობა შეუძლია.