რამდენიმე წუთის წინ, სოციალურ ქსელ Twitter-ში, სან მარინოს ნაკრების ოფიციალურმა გვერდმა საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა.
სან მარინოელები წერენ, რომ მათ 1 სექტემბრის შემდეგ ერთი გოლის გატანა შეძლეს, ხოლო კრიშტიანო რონალდუმ თავის გამოჩენა საერთოდ ვერ მოახერხა.
მოგეხსენებათ, სან მარინოს ნაკრებმა 8 სექტემბერს, 14 წლის განმავლობაში, სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში პირველი გოლი ლატვიას გაუტანა.