ლონდონის “არსენალის” მეკარე პეტრ ჩეხი დიდი ხანია, გატაცებულია დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრით და ფანებს დროდადრო სოციალური ქსელის საშუალებით სთავაზობს საკუთარი შემოქმედების ამსახველ ვიდეომასალას. ამჯერად ჩეხმა ჯგუფ “ნირვანას” სიმღერა”In Bloom”-ის ქავერი ჩაწერა.
“მიყვარს ამ სიმღერის შესრულება. ისიამოვნეთ”, – დაწერა ჩეხმა თავის მიკრობლოგზე.