მილანურ ჯახს სკანდალურად ცნობილი არბიტრი განსჯის

იტალიის ჩემპიონატის მე-3 ტურის ცენტრალური მატჩი “ჯუზეპე მეაცაზე” გაიმართება, სადაც ერთმანეთს მილანური გუნდები დაუპირისპირდებიან.

შეხვედრას 42 წლის მსაჯი ჯანლუკა როკი განსჯის. ამ არბიტრმა გასული წლის ოქტომბერში ტურინის “იუვენტუსსა” და “რომას” შორის გამართულ მატჩში იმსაჯა და მაშინ არაერთი სადავო გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც მოგვიანებით ორკვირიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

“ინტერსა” და “მილანს” შორის მატჩი კვირას, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.