ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-3 ტურში მადრიდის “ატლეტიკოსა” და “ბარსელონას” შორის გამართული მატჩის (1:2) შემდეგ კატალონიური გუნდის ნახევარმცველმა სერხი რობერტომ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა, რომელმაც ამ შეხვედრაში გამარჯვების გოლი გაიტანა.
“მესის მსგავსი ფეხბურთელი არ არსებობს. იგი საუკეთესოა. დიდი პატივია, გუნდში მისი ყოლა.
მესი უნიკალურია. გუშინ იგი მეორე შვილის მამა გახდა, არ ივარჯიშა, დღეს კი შეცვლაზე შემოვიდა და მატჩი მოგვაგებინა”, – აღნიშნა სერხი რობერტომ.