მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა დონეცკის „შახტართან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩი შეაფასა.
„ეს რთული მატჩი იყო, რადგან მეტოქის შემადგენლობაში ნიჭიერი და სახიფათო მოთამაშეები გამოდიან. შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ ადვილად მოვიგეთ, მაგრამ ეს ასე არ არის. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ შეტევაში რეალურ ძალას წარმოვადგენთ და ამავდროულად გოლებს არ ვუშვებთ, რაც ძალიან მახარებს. ნეგატივიც არის – დღეს ბეილმა, რამოსმა და ვარანმა ტრავმები მიიღეს“, – ციტირებს ესპანელ სპეციალისტს უეფას ოფიციალური საიტი.