ბრიტანული „დეილი მეილის“ ცნობით, „ჰალ სიტის“ ნახევარმცველმა ტომ ჰადლსტოუნმა ინტერნეტ-აუქციონზე თავისი თმა გაყიდა.
როგორც მოგეხსენებათ, 28 დეკემბერს, ინგლისის პრემიერლიგაში, „ჰალმა“ საკუთარ მოედანზე „ფულჰემი“ მიიღო და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 6:0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი სწორედ ჰადლსტოუნმა გაიტანა, რომელმაც გოლი თმის შეჭრით აღნიშნა. ფეხბურთელმა თმა მოედანზევე შეიჭრა. თმის ღირებულებამ 6300 ფუნტ სტერლინგი შეადგინა.
ბექა დოგრაშვილი