„გაგრამ“ „საბურთალოს“ მოთამაშე დაიმატა

„გაგრამ“ თბილისის „საბურთალოს“ 19 წლის ნახევარმცველი ილია ბეროშვილი გადაიბირა. როგორც „საბურთალოს“ ოფიციალური გვერდი იტყობინება, მიმდინარე სეზონში „გაგრაში“ ბეროშვილი იჯარით ითამაშებს.

სათქმელია, რომ ნახევარდაცვის გარდა ილიას თამაში ასევე დაცვაშიც შეუძლია.

ახალ კლუბში თამაშის უფლება ფეხბურთელს რამდენიმე დღეში მიეცემა.