ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენი“, მზადაა, ლონდონის „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კონტრაქტი შესთავაზოს. „Sunday Express“-ის მტკიცებით, პარიზელები პორტუგალიელით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც მისი „ჩელსიდან“ წასვლის შესახებ საუბარი დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ 52 წლის მოურინიომ წინა თვეში „არისტოკრატებთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ოთხი წლით იმოქმედებს.