ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-6 ტურში არნემის “ვიტესმა” “გრააპსხაპი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 გაანადგურა. აქედან ორი გოლი ქართველი ლეგიონერების ანგარიშზეა: მასპინძლები გურამ კაშიამ მე-6 წუთზე თავური დარტყმით დააწინაურა. მისთვის ეს ამ სეზონში გატანილი მესამე ბურთია. ზუსტად 15 წუთში თავისი გოლი ვაკო ყაზაიშვილმაც მიითვალა. 73-ე წუთზე მესამე გოლი ალბანელმა ნახევარმცველმა მილოტ რაშიცამ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა — 3:0.
“ვიტესს” 10 ქულა მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა. უქულო “გრააპსხაპს” უკანასკნელი პოზიცია უკავია.
ჰოლანდიის ჩემპიონატი (VI ტური)
“ვიტესი” “გრააპსხაპი” 3:0 (2:0)
გოლები: კაშია 6′, ყაზაიშვილი 21′, რაშიცა 73′.
გაფრთხილება: რობინ პრიოპერი 71′.