“ნაპოლის” პრეზიდენტი ხანძრისგან იხსნეს (ვიდეო)

გუშინ იახტაზე, რომელზეც “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი იმყოფებოდა, ხანძარი გაჩნდა. კლუბის ხელმძღვანელი და კიდევ 11 პირი სამშვიდობოზე ვერტმფრენის დახმარებით გადაიყვანეს.

დე ლაურენტისმა იახტა მარტში იყიდა. ინციდენტი იტალიის ჩემპიონატის IV ტურში “ნაპოლისა” და “ლაციოს” შორის გამართულ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა.

“საბედნიეროდ, ყველაფერმა ჩაიარა. არ ვიცი, რა მოხდა. ალბათ, მოკლე ჩართვის ბრალია”, – ციტირებს დე ლაურენტისის სიტყვებს Football Italia.