ესპანეთის საკალათბურთო ნაკრების ფორვარდი ფელიპე რეიესი ევრობასკეტის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე გახდა. ამჟამად მისი ასაკი 35 წელსა და 188 დღეს შეადგენს.
წინა რეკორდსმენი საბჭოთა კავშირის ნაკრების უკანახაზელი სერგეი ბელოვი იყო, რომელმაც 1979 წლის ევრობასკეტი მოიგო. მაშინ მისი ასაკი 35 წელი და 147 დღე იყო.
ცნობისთვის, ესპანელთა ლიდერს პაუ გასოლს კი გუშინ 35 წელი და 76 დღე შეუსრულდა.