ანტე ჩაჩიჩი: “უკეთესი გუნდი არცთუ იშვიათად აგებს, დღესაც ასე მოხდა”

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩში პორტუგალიის ნაკრებმა ხორვატია დამატებით ტაიმში გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა. მატჩი ხორვატთა მთავარმა მწვრთნელმა ანტე ჩაჩიჩმა შეაჯამა.

“საქმე შენიშნავად მიდიოდა, თუმცა გოლი ვერ გავიტანეთ. როგორც მოსალოდნელი იყო, პორტუგალიელებმა კონტრშეტევებზე ითამაშეს. მთელი 120 წუთის განმავლობაში თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით და მეტოქეს მომენტის შექმნის საშუალება არ მივეცით, გარდა უკანასკნელი ეპიზოდისა. ფეხბურთში უკეთესი გუნდი არცთუ იშვიათად აგებს. დღესაც ასე მოხდა.

აგრესიულად ვთამაშობდით და გატანას ვცდილობდით, თუმცა მეტოქე მწყობრად მოქმედებდა. პორტუგალიელებმა გადამწყვეტი გოლი 117-ე წუთზე გაიტანეს. ისღა დამრჩენია, მათ მხოლოდ მივულოცო. უმაღლესი დონის გუნდია, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს.

ძალზედ დამწუხრებული ვარ. წარმატების კარგი შანსი გვქონდა. რომ მოგვეგო, ტურნირის შემდეგი ბადე შედარებით ადვილი გვექნებოდა. რას ვიზამთ, ეს პლეი-ოფია. ფეხბურთი ყოველთვის  სამართლიანი არ არის”, – ციტირებს ჩაჩიჩის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

ხორვატიის ნაკრებს ახალი თავკაცი ჰყავს

ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანტე ჩაჩიჩი დაინიშნა.

61 წლის სპეციალისტმა ნიკო კოვაჩი შეცვალა. ჩაჩიჩი ხორვატიის ნაკრებს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლომდე უხელმძღვანელებს.

ანტე ჩაჩიჩი მანამდე ზაგრების “ლოკომოტივას” თავკაცობდა.