იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში “მილანმა” “სასუოლო” კარლოს ბაკას მიერ მატჩის 22-ე წუთზე გატანილი თერთმეტმეტრიანი დარტყმის წყალობით ანგარიშით 1:0 დაამარცხა. თუმცა, როგორც ირკვევა, კოლუმბიელმა თავდამსხმელმა პენალტი თამაშის წესის დარღვევით შეასრულა. კერძოდ, ბაკას დარტყმის მომენტში ფეხი დაუცდა და ბურთს ორჯერ შეეხო, რაც წესის მიხედვით, აკრძალულია. “სასუოლოს” ფეხბურთელებმა გააპროტესტეს, მაგრამ მთავარმა არბიტრმა გოლი ჩათვალა.
Penalty should’ve been retaken! #SassuoloMilan pic.twitter.com/KdpOeJjJyI — Serie A English (@SerieA_English) 26 February 2017