მონტოლივომ ბალოტელი შეაქო

„მილანის“ კაპიტანი რიკარდო მონტოლივო „უდინეზესთან“ ანგარიშით 3:2 მოგებულ გასვლით მატჩში მარიო ბალოტელის თამაშით კმაყოფილი დარჩა. შეგახსენებთ, რომ შეხვედრაში ანგარიში სწორედ სუპერმარიომ გახსნა – „მილანის“ ფორვარდმა ჯარიმა ზუსტად შეასრულა.

„მას ვუთხარი, რომ მან თავისი შესაძლებლობები საქმით უნდა აჩვენოს. მარიოს ეს გამოუვიდა. მთელი თამაშის განმავლობაში მის გაღიზიანებას ცდილობდნენ, მაგრამ ბალოტელი თავს იკავებდა. შეობისთვის ვნახავთ, ეს ერთეული შემთხვევაა თუ ბალო მართლაც დასტაბილურდა“, – განაცხადა მონტოლივომ.