ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლოს დუნგამ „სანტოსის“ 35 წლის თავდამსხმელის რიკარდო ოლივეირას გამოძახება გადაწყვიტა. ბრაზილიელი ვეტერანი ტრავმირებულ რობერტო ფირმინოს შეცვლის, რომელიც ნაკრების თავდაპირველ განაცხადში იყო.
აღსანიშნავია, რომ ერთ დროს „მილანის“ თავდამსხმელი ამჟამად ბრაზილიის სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირია – რიკარდოს ანგარიშზე 17 გოლია, ხოლო მისმა უახლოესმა მდევარმა ჟადსონმა 11 ბურთი მიითვალა.
ამის მიუხედავად, ოლივეირას გამოძახება მეტად მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ბოლოს თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში მან 8 წლის წინ ითამაშა.