ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების კაპიტანმა გორან პანდევმა განაცხადა, რომ ხვალ საერთაშორისო დონეზე უკანასკნელ მატჩს ჩაატარებს. 37 წლის თავდამსხმელი სანაკრებო კარიერას ევრო-2020-ის ჯგუფურ ეტაპზე გასამართი ბოლო შეხვედრით დაასრულებს.
“ეს ჩემი კარიერის პიკია. მოხარული ვარ, რომ კარიერას ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების საუკეთესო თაობასთან ერთად თამაშით ვასრულებ. ხვალინდელი მატჩი ჩემს სანაკრებო კარიერაში უკანასკნელი იქნება”, – ციტირებს პანდევის სიტყვებს AP.
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები 21 ივნისს ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ბალკანელებს ტურნირის პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგული აქვთ.
გორან პანდევი ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდში 2001 წლიდან გამოდის. ჩრდილომაკედონიელთა ყველაზე დიდი მიღწევა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე გასვლაა.