“ლოკომოტივის” აკადემიის მთავარი მწვრთნელი კარიერას ჩინეთში გააგრძელებს

თბილისის “ლოკომოტივის” აკადემიის უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი, გიორგი მინაშვილი კარიერას ჩინეთში გააგრძელებს. ამის შესახებ “ლოკოს” ოფიციალური გვერდი იტყობინება.

მინაშვილი ბეიჯინგის “შუნ სტარის” აკადემიაში იმუშავებს და იქ შეეცდება საკუთარი გამოცდილების გაზრდასა და პროფესიული დონის ამაღლებას.

აქვე გეტყვით, რომ ქართველი სპეციალისტი თბილისურ კლუბში 2015 წლის ნოემბერში მივიდა და კონტრაქტი მინდინარე ივლისის თვეში ამოეწურა. მინაშვილი სამი წლის მანძილზე თბილისის “დინამოს” აკადემიის დირექტორი იყო. მისი მოღვაწეობის მნიშვნელოვანი მომენტი კი ინგლისს უკავშირდება. სწორედ აქ მიიღო A ლიცენზია და “კრისტალ პალასის” აკადემიასა და კლუბ “ლონდონ ტაიგერსში” მუშაობდა.

„დინამოს“ აკადემიის თავკაცი მუშაობას ინგლისში გააგრძელებს

თბილისის „დინამოს“ აკადემიის მთავარი მწვრთნელი გიორგი მინაშვილი ინგლისში მიემგზავრება, სადაც კარიერას გააგრძელებს. ამის შესახებ თბილისური კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება.

ინგლისში მინაშვილი „ბაქსვუდის“ საფეხბურთო აკადემიის ხელმძღვანელის ასისტენტისა და 18-წლამდელთა გუნდის თავკაცის ფუნქციებს შეასრულებს.

„მინდა ჩემი დიდი პატივისცემა გამოვხატო საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის პრეზიდენტის ბ-ნ რომან ფიფიას მიმართ, ნდობისა და თანადგომისათვის. მადლობა კლუბის დირექტორატს თანამშრომლობისთვის. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადემიის ხელმძღვანელობას, საწვრთნელო შტაბს, ტექნიკურ პერსონალს და აკადემიის თითოეულ წევრს, რომლებიც 3 წლის განმავლობაში ჩემთან ერთად ზრუნავდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდასა და მომზადებაზე. მინდა წარმატება და დიდი გამარჯვებები ვუსურვო აკადემიის ყველა ფეხბურთელს.

განსაკუთრებით მინდა პატივისცემა გამოვხატო „დინამოს“ ფანკლუბის – „გლადიატორების“ მიმართ, რომლებმაც დაინახეს ჩემი მიდგომა და პროფესიონალიზმი, რაც ჩემთვის დიდი მოტივაცია იყო.

მე კარგად მესმის რას ნიშნავს იყო დინამოს კარგი მენეჯერი და წარმატებული მწვრთნელი. აპ ეტაპზე გადავწყვიტე ჩემი პროფესიული კარიერა კვლავ დავუკავშირო ინგლისს და მეტი გავიგო თანამედროვე ფეხბურთზე.

იმედი მაქვს, რომ ინგლისში მიღებული ჩემი ცოდნა და გამოცდილება მომავალში კვლავ გამოადგება დინამოს და ქართულ ფეხბურთს“, – ციტირებს მინაშვილის „დინამოს“ ოფიციალური ვებსაიტი.