„კარპის“ თავკაცი „მილანთან“ მატჩის შემდეგ: „ფრეც კარგი შედეგია“

„კარპის“ მთავარმა მწვრთნელმა ფაბრიციო კასტორიმ „მილანთან“ იტალიის სერია ა-ს 34-ე ტურის უგოლოდ დასრულებული მატჩი შეაფასა.

„კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ და ფრე სამართლიანი შედეგია. რამდენიმე კვირაში მიღწეული პროგრესით კმაყოფილები ვართ. გასავარდნი ზონისგან თავი ოდნავ დავაღწიეთ და ასე უნდა გავაგრძელოთ.

ვაღიარებ, თავიდან „მილანთან“ კონტრშეტევებეზე თამაშს ვგეგმავდი. ერთ-ერთი მათგანი დონარუმიას მოგერიებით დასრულდა, მეორეში კი შეცდომა დავუშვით. მეგონა, „მილანის“ დამარცხებას შევძლებდით, მაგრამ ფრითაც კმაყოფილები ვართ. მეტოქეს გოლი არ გავატანინეთ და გუნდურად ვითამაშეთ“, – განაცხადა კასტორიმ „Mediaset Premium“-თან ინტერვიუში.

“კარპიმ” ერთთვიანი მუშაობის შემდეგ თავკაცი გაათავისუფლა და ძველი მწვრთნელი დააბრუნა

“კარპიმ” ჯუზეპე სანინო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა. სანინომ ამ პოზიციაზე მხოლოდ ერთი თვე იმუშავა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა იტალიის ჩემპიონატში ერთი გამარჯვება მოიპოვა, სამჯერ დამარცხდა, ერთი მატჩი კი ფრედ ითამაშა.

“კარპის” კვლავ ფაბრიციო კასტორი უთავკაცებს, რომელმაც გუნდი სერია A-ში გადმოიყვანა. იგი “კარპის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სექტემბერის ბოლოს გაათავისუფლეს, ერთთვიანი პაუზის შემდეგ კი გუნდს უბრუნდება.

იტალიის ჩემპიონატის XI ტურის შემდეგ “კარპის” აქტივში ექვსი ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში უკანასკნელი ადგილი უკავია.

 

 

“კარპიმ” მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა

“კარპიმ” მთავარი მწვრთნელი ფაბრიციო კასტორი პოსტიდან გაათავისუფლა. გუნდმა საწყის ექვს ტურში მხოლოდ 2 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილი უკავია.

კასტორი “კარპის” 2014 წლიდან თავკაცობდა.

“კლუბი აცხადებს, რომ დღეს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფაბრიციო კასტორი გათავისუფლდა. მას მადლობას ვუხდით გაწეული სამუშაოსთვის, რომელსაც ყოველთვის მაღალ პროფესიონალურ დონეზე ახორციელებდა”, – ნათქვამია “კარპის” მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.