რაზე ფიქრობდა?
იკერ კასილასმა შესაძლოა ცხელ წყალში ამოყოს თავი მას შემდეგ, რაც თავის თანაგუნდელს “რასისტულად გაეხუმრა”. საქმე ეხება კორეელ, სუკ ჰოინ-იუნის, რომლის ინსტაგრამის ექაუნთიც ამ დროისთვის მიუწვდომელია.
მაგრამ, საკმაოდ ბევრმა ადამიანმა შეძლო იმ პოსტის დაფიქსირება, სადაც აღბეჭდილია კასილასის კომენტარი ჰოინ-იუნის ფოტოზე. ეს ჭკვიანური ნაბიჯი ნამდვილად არ იყო. კასილასმა თავისი ოფიციალური გვერდიდან დააკომენტარა: “თვალები გაახილე!!”, თვალებდაჭყეტილ “სმაილიკებთან” ერთად. ჰოინმა კი ასეთი პასუხი გასცა “გავაღე მეგობარო”.
მიუხედავად იმისა, რომ თავად კორეელს არ წყინს კასილასის ასეთი კომენტარები, ლეგენდარული ფეხბურთელის ქმედებით ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა უკმაყოფილო.