გუშინდელი დღის TOP 5 (ვიდეო)

Youtube-ში ფიბა-ს ოფიციალურმა გვერდმა ევრობასკეტზე, გუშინდელი დღის საუკეთესო ხუთი ეპიზოდის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ ხუთეულში მეხუთე და პირველი პოზიციები ქართველი კალათბურთელების თამაშს უკავიათ.

ევროლიგის პლეი ოფი: მარკოიშვილი გავიდა, შენგელია – ვერა

თორნიკე შენგელიას გუნდი ევროლიგას გამოეთიშა. ბასკურ „ლაბორალ კუჩს“ პლეი ოფამდე 1 ნაბიჯი დააკლდა. წარმატების გასაღები ვიტორიელებს საკუთარ ხელში ჰქონდათ. ჯგუფიდან გასასვლელად მათ თანამემამულე კლუბის – „უნიკახას“ დამარცხება მართებდათ, რაც ვერ მოახერხეს და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს გამოეთიშნენ.

„ლაბორალ კუჩას“ ჯგუფიდან გასვლა რეალური მას შემდეგ გახდა, რაც კონკურენტი „ეფესი“ ასევე თანამემამულე „ფენერბაჰჩესთან“ 72:83 დამარცხდა. აღნიშნული მატჩის შედეგი ვიტორიელებმა იცოდნენ, როცა „უნიკახას“ეთამაშებოდნენ, მაგრამ მალაგაში გამარჯვება შენგელიას გუნდმა ვერ მოახერხა – 84:93 დამარცხდა და ჯგუფში მე-4 ადგილი, შესაბამისას პლეი ოფის საგზურიც „ეფესს“ ერგო.

თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 17:25 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 6-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. 9 ქულასთან ერთად 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. საუკეთესო შედეგი ვიტორიელთაგან ფაბიენ კოსიემ დააფიქსირა, რომელმაც 33 წუთში 21 ქულა მიითვალა.

რაც შეეხება ევროლიგის მონაწილე მეორე ქართველს, მანუჩარ მარკოიშვილი ტურნირში ასპარეზობას აგრძელებს. მისმა ცსკა-მ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში მილანში „ემპორიო არმანი“ 88:79 დაამარცხა. მარკოიშვილმა 14:17 წუთი ითამაშა და 2 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მანუჩარმა 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. 19 ქულით მოსკოველთაგან საუკეთესო საშა კაუნი გახლდათ.

ცსკა-მ საბოლოოდ F გუფში პირველი ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში ბერძნულ „პანათინაიკოსს“ შეხვდება, რომელიც I ჯგუფში მეოთხე ადგილზე გავიდა. საპლეიოფო სერია 3 გამარვებამდეა, თამაშები 14 აპრილიდან დაიწყება.

შენგელიას ქულები “ჩიკაგოში” და “მილუოკის” ანტირეკორდი

დღეს, გამთენიისას, ოკეანგაღმიდან 1 კარგი და 1 ცუდი ამბავი მოვიდა. ცუდია ის, რომ ზაზა ფაჩულიას გუნდმა “მილუოკიმ” არსებობის 45-წლიან ისტორიაში შედეგიანობის ანტირეკორდი დაამყარა, ხოლო კარგი ამბავი თორნიკე შენგელიას ქულებია. მართალია, “ჩიკაგო ბულსის” ქართველმა ცენტრმა მხოლოდ 2 ქულა მიითვალა, თუმცა იმის ფონზე, რომ თორნიკეს ძალიან იშვიათად უწევს მოედანზე გასვლა, ეს შედეგიც მისასალმებელია.

აქამდე “მილუოკის” ყველაზე ცუდი შედეგი სეზონში წაგებული 62 მატჩი იყო. ფაჩულიას გუნდმა დღეს, გამთენიისას მიმდინარე სეზონის 63-ე მატჩი ტორონტოში “რეპტორსთან” წააგო და ანტირეკორდი დაამყარა. მილუოკელებმა კონფერენციის ერთ-ერთ მოწინავე გუნდთან შეხვედრა ბრძოლაში – 98:102 დათმეს.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 9 წუთი გაატარა. ფაჩულიამ ჯარიმები თავიდანვე დააგროვა და 4 პერსონალურით ის მოედნიდან გაიყვანეს. მის ნაცვლად მატჩში ჩართული ჯონ ჰენსონი ისე კარგად გაისარჯა, რომ მწვრთნელა ქართველი ფორვარდი მოედანზე აღარ დააბრუნა. საბოლოოდ ჰენსონმა 39 წუთი ითამაშა და მილუოკელთგან საუკეთესო იყო 23 ქულით, 9 მოხსნით, 6 პასით და 3 დაფარებით. იმ 9 წუთში, რაც მოედანზე  იმყოფებოდა, ფაჩულიამ 1 სროლა ააცილა, 1 პასი გასცა და 1 ბურთი დაკარგა.

შენგელიას რაც შეეხება, მისმა “ჩიკაგომ” “ვაშინგტონი” 96:78 გაანადგურა. შეხვედრის ბოლო 1,50 წუთი დაუთმეს ქართველ ფორვარდს, რომელმაც 2 ორქულიანის განხორციელება მოასწრო, და 1 ჩააგდო. სხვა სტატისტიკური მაჩვენებელი შენგელიას არ ჰქონია.

45 მოგებითა და 32 მარცხით “ჩიკაგო” და “ტორონტო” აღმოსავლეთ კონფერენციაში 3-4 ადგილებს იყოფენ. მომდევნო მატჩი “ჩიკაგოს” 9 აპრილს მინესოტაში ელის.

gbf.ge

შენგელია “ჩიკაგოში” ტონი კუკოჩის ნომრით ითამაშებს

თორნიკე შენგელია “ჩიკაგო ბულსში” 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. 2 დღის წინ გახმაურებული გაცვლა გუშინ ოფიციალურად განხორციელდა. თორნიკე შენგელია “ბრუკლინ ნეთსიდან” “ჩიკაგოში” მარკიზ თიგის სანაცვლოდ გადავიდა.

დღეს, გამთენიისას, “ბრუკლინმა” “ორლანდოს” მოუგო და მის გაფართოვებულ განაცხადში მარკიზ თიგი იმყოფებოდა. შესაბამისად, შენგელია “ჩიკგოშია” და მომდევნო მატჩში, რომელიც ხვალ, გამთებიისას გაიმართება, განაცხადში იქნება.

როგორც ვთქვით, შენგელია “ჩიკაგოში” 7 ნომრით ითამაშებს. 1993-99 წლებში “ბულსში” 7-ნომრიანი მაისურით ხორვატი ვარსკვლავი, ტონი კუკოჩი თამაშობდა, რომელიც სწორედ თორნიკე შენგელიას ამპლუის გახლდათ და პოსტჯორდანისეული “ჩიკაგოს” ერთ-ერთი ლიდერი იყო.

 gbf.ge

თორნიკე შენგელია კარიერას “ჩიკაგო ბულსში” გააგრძელებს

საქართველ’ოს ეროვნული ნაკრებისა და “ბრუკლინ ნეთსის” ფორვარდი, თორნიკე შენგელია “ჩიკაგო ბულსში” გადავიდა. ნბა-ს გუნდებს შორის შეთანხმება მიღწეულია, ამის თობაზე უკვე გამოაცხადეს ამერიკის წამყვანმა სააგენტოებმა, ოფიციალურად კი გაცვლა მომავალი კვირის დასაწყისში განხორციელდება.

შენგელია “ჩიკაგოს” ახალგაზრდა გამთმაშებელ მარკიზ თიგში გაცვალეს. ორივე კალათბურთლი 2012 წლის დრაფტზე აიყვანეს, თუმც შენგელიასგან განსხვავებით, თიგი პირველ რაუნდში, 29-ე ნომრად აიყვანა “ბულსმა”.

 

მარკიზ თიგი “ატლანტა ჰოუქსის” ძირითდი გამთამაშებლის, ჯეფ თიგის უმცროსი ძმაა, თუმცა მისი მარიფათი ვერ გამოჰყვა. მარკიზმა მიმდინარე სეზონის 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თამაშიდან განხორციელებული 66 სროლიდან მხოლოდ 16 ჩააგდო. მან ვერ ისარგებლა შემთხვევით და დერიკ როუის დაშავების შემდეგ მოედანზე რამდენჯერმა ხანგრძლივად გაყვანილმა, ღირებული ვერაფერი გააკეთა.

ახლა ყველაზე მთავარი ისაა, თუ როგორი კონკურეცია დახვდება თორნიკეს “ჩიკაგოში”. ფაქტი, რომ ჩიკაგოელებს იმდენი ვარსკვლავი არ ჰყავთ, რამდენიც “ბრუკლინს” და შესაბამისად, ამბიციაც მოკრძალებული გააჩნიათ, შენგელიასთვის კარგია. მძიმე ფორვარდის პოზიციაზე “ჩიკაგოს” ძირითდში გამოცდილი კარლოს ბუზერი თამაშობს, მის შემცვლელეად კი თადარიგში საკმაოდ კარგი მეფარე, ტაჯ გიბსონია, რომელსაც უფრო ცენტრობაზე აქვს მიდრეკილება. ჩიკაგოელებმა 2013 წლის დრაფტზე მე-19 ნომრად აიყვანეს ფორვარდ-ცენტრი ერიკ მერფი, რომელიც მიმდინარე სეზონში მოედანზე სიმბოლური დროით გადის. არაა გამორიცხული, შენგელია მსუბუქ ფორვარდად ათამაშონ, სადაც კონკურენცია გაცილებით ნაკლებია, რადგან მაიკ დანლივი და ჯიმი ბატლერი დიდად გამორჩულები ვერ არიან.

ჩიკაგოელებს დამტვრეული ჰყავთ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელი დერიკ როუზი, რომელიც სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს. “ბულსი” უფრო მომავალზე აკეთებს აქცენტს, რამდენიმე დღის წინ გუნდიდან მთავარი მექულე ლუოლ დენგი გაუშვეს, მის სანაცვლოდ მოყვანილ ბუმბერაზ ცენტრ ენდრიუ ბაინამს კი კონტრაქტი საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ გაუწყვიტეს და სამომავლო სახელფასო ფონდში თანხები გვარიანად გამოინთვისუფლეს.

ჩიკაგომ დღეს, გამთენიისას “ფილადელფია” 103:78 გაანადგურა, მარკიზ თიგი განაცხადში იყო, თუმცა მოედანზე არ გასულა. შენგელიას “ჩიკაგოში” დებიუტს მომავალი კვირის შუაში უნდა ველოდოთ.

gbf.ge

შენგელია “ბრუკლინ ნეთსს” 2 ქულით დაუბრუნდა

ნბა-ს განვითარების ლიგაში 2 მატჩის ჩატარების შემდეგ თორნიკე შენგელია “ბრუკლინ ნეთსს” დაუბრუნდა და დღეს, გამთენიისას ტორონტოში გამართულ შეხვედრაში მოედანზე გამოჩნდა. შენგელიამ “რეპტორზთან” 80:96 წაგებული მატჩის ბოლო 4 წუთი ითამაშა და 2 ქულის მოგროვება მოასწრო.

ბრუკლინელებმა 5 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტეს, რომლის პერიოდშიც საამაყო გამარჯვებები მოიპოვეს ლიგის ლიდერებთან – “ოკლაჰომასთან” და “მაიამისთან”. “ნეთსი” ლიდერების გარეშე თამაშობდა. ტრავმების გამო გუნდს ვერ დაეხმარა დერონ უილიამსი, კევინ გარნეტი და საოპერაციოდ გამზადებული ბრუკ ლოპესი.

4 წუთშi შენგელიამ მხოლოდ 1 ორქულიანი, ისიც ზუსტად შეასრულა. სხვა სტატისტიკური მაჩვენებელი ქართველ ფორვარდს არ ჰქონია. საუკეთსო შედეგი პოლ პირსმა დააფიქსირა, რომელმაც 15 ქულა მოინაგრა. გამარჯვებულებს კი დემარ დეროზანმა ულიდერა 27 ქულით.

15 მოგებითა და 21 წაგებით ბრუკლინელები აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზე არიან. მომდევნო მატჩი შენგელიას გუნდს 16 იანვარს ატლანტაში ელის.

 

gbf.ge

შენგელიას 10 ქულა და “სპრინგფილდის” მარცხი აიოვაში

თორნიკე შენგელიამ მორიგი მატჩი გამართა ნბა-ს განვითარების ლიგაში. “ბრუკლინ ნეთსიდან” “სპრინგფილდ არმორში” განათხოვრებულმა ქართველმა ფორვარდმა ზეშედეგიან მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა თავად ისეთი შედეგიანი არ ყოფილა, როგორსაც მისგან ველოდით.

“სპრინგფილდმა” აიოვაში, “ენერჯისთან” 134:142 წააგო, ქართელმა ფორვარდმა კი 23 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. შენგელიამ 5-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. თორნიკემ 4 პერსონალური მიიღო და ბურთი 5-ჯერ დაკარგა. “სპრინგფილდში” 41 ქულით საუკეთესო დარიუს ჯონსონ-ოდომი იყო, დენის ჰორნერმა კი პირად ანგარიშზე 30 ქულა ჩაიწერა.

“სპრინგფილდს” 4 მოგება და 13 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ დივიზიონის მე-4 ადგილზეა. მომდევნო მატჩი შენგელიას გუნდს 12 იანვარს, “დელავერთან” ელის, თუმც შესაძლოა, ის ამ დროისთვის აღარ იყოს “არმორში”. დეკემბრის ბოლოს თორნიკემ 2 მატჩი ჩაატარა განვითარების ლიგაში, რის შემდეგაც “ბრუკლინს” დაუბრუნდა. ამჯერად როგორ იქნება, მალე შევიტყობთ.

gbf.ge

თორნიკე შენგელია განვითარების ლიგაში გაუშვეს

დღეს, გამთენიისას, “ბრუკლინ ნეთსმა” მორიგი გამარჯვება “ატლანტასთან” მოიპოვა, თუმცა თორნიკე შენგელია განაცხადში არ იყო. უკვე მეორედ, მიმდინარე სეზონში, ქართველი ფორვარდი ნბა-ს განვითარების ლიგაში გაუშვეს. შენგელიას “სპრინგფილდ არმორში” ამჯერადაც გაჰყვა ტაიშონ ტეილორი.

მიმდინარე სეზონში, დეკემბრის ბოლოს, შენგელიამ 2 მატჩი ჩაატარა “არმორში” და საშუალოდ 17 ქულას და 5 მოხსნას აგროვებდა. რაც შეეხება “ბრუკლინ ნეთსს”, შენგელიამ ამ გუნდში 15 მატჩი ითამაშა და საშუალოდ მოედანზე გატარებულ 8.4 წუთში 1.4 ქულასა და 0.9 მოხსნას აგროვებდა.

სავარაუდოდ, ამჯერადაც 2 მატჩს ჩაატარებს შენგელია განვითარების ლიგაში, რის შემდეგაც “ბრუკლინს” დაუბრუნდება. უახლოესი მატჩი “არმორს” 8 იანვარს, სტუმრად “რენოსთან” ელის.

gbf.ge