“ჩელსის” ფანი წაგებული მატჩის შემდეგ მიცემული ინტერვიუს დროს წყობიდან გამოვიდა

ინგლისის პრემიერლიგის მე-8 ტურში ლონდონის “ჩელსი” “საუთჰემპტონთან” ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ ერთ-ერთი სამოყვარულო არხისთვის მიცემულ ინტერვიუში ლონდონური კლუბის ფანი სახელად ლუი დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში ცდილობდა, “სტემფორდ ბრიჯზე” გამართული თამაშისთვის ანალიზი გაეკეთებინა, თუმცა როდესაც საუბარი ბრანისლავ ივანოვიჩსა და სესკ ფაბრეგასზე ჩამოვარდა, ვეღარ მოითმინა და ისინი გვარიანად გამოლანძღა. ლუის არც “ჩელსის” ის ქომაგები დაავიწყდა, რომლებმაც მესამე გაშვებული გოლის შემდეგ სტადიონი დატოვეს და მათ “მანჩესტერ სიტის” გულშემატკივრობა ურჩია. მოკლედ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვიდეოს თარგმანი არ სჭირდება.