თორნიკე შენგელია განვითარების ლიგაში გაუშვეს

დღეს, გამთენიისას, “ბრუკლინ ნეთსმა” მორიგი გამარჯვება “ატლანტასთან” მოიპოვა, თუმცა თორნიკე შენგელია განაცხადში არ იყო. უკვე მეორედ, მიმდინარე სეზონში, ქართველი ფორვარდი ნბა-ს განვითარების ლიგაში გაუშვეს. შენგელიას “სპრინგფილდ არმორში” ამჯერადაც გაჰყვა ტაიშონ ტეილორი.

მიმდინარე სეზონში, დეკემბრის ბოლოს, შენგელიამ 2 მატჩი ჩაატარა “არმორში” და საშუალოდ 17 ქულას და 5 მოხსნას აგროვებდა. რაც შეეხება “ბრუკლინ ნეთსს”, შენგელიამ ამ გუნდში 15 მატჩი ითამაშა და საშუალოდ მოედანზე გატარებულ 8.4 წუთში 1.4 ქულასა და 0.9 მოხსნას აგროვებდა.

სავარაუდოდ, ამჯერადაც 2 მატჩს ჩაატარებს შენგელია განვითარების ლიგაში, რის შემდეგაც “ბრუკლინს” დაუბრუნდება. უახლოესი მატჩი “არმორს” 8 იანვარს, სტუმრად “რენოსთან” ელის.

gbf.ge