“შაპეკოენსე” 2017 წლის აგვისტოში გასამართ გამპერის თასზე მიიღებს მონაწილეობას.
“ბარსელონამ” ბრაზილიური კლუბი ამხანაგურ ტურნირზე რამდენიმე დღის წინ მიიწვია, “შაპეკოენსემ” შემოთავაზებაზე თანხმობა განაცხადა.
საინტერესოა, რომ “შაპეკოენსე” ბოლო 25 წელიწადში პირველი ბრაზილიური გუნდი იქნება, რომელიც გამპერის თასზე მიიღებს მონაწილეობას. ბოლოს ბრაზილიიდან აღნიშნულ ტურნირზე “სანტოსმა” ითამაშა.
“ჩვენთვის ეს ფაქტი ძალზედ სასიხარულოა და მადლობას ვუხდით “ბარსელონას” ტურნირზე მოწვევისთვის. დიდი პატივი და სიამოვნება იქნება ევროპაში თამაში”, – აღნიშნა “შაპეკოენსეს” პრეზიდენტმა ივან პოცომ.