ბრაზილიაში მსაჯმა გაძევებული ფეხბურთელი მოედანზე ოთხი წუთის შემდეგ დააბრუნა

უჩვეულო ფაქტი მოხდა ბრაზილიის ჩემპიონატის 29-ე ტურში “შაპეკოენსესა” და “პალმეირასს” შორის გამართულ მატჩში (5:1). მე-15 წუთზე შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ჟაილსონ მასედუ ფრეიტასმა სტუმართა მცველ ედიგიუს წითელი ბარათი უჩვენა. წესის თანახმად, გაძევებულმა ფეხბურთელმა გასახდელ ოთახში გადაინაცვლა, თუმცა ოთხ წუთში მთავარმა არბიტრმა სარეზერვო მსაჯთან კონსულტაციის გავლის შემდეგ ედიგიუ მოედანზე დააბრუნა.

ოფიციალურ პროტოკოლში ეს ეპიზოდი არ შეუტანიათ.