საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შინ ესპანეთთან დამარცხდა

21 წლამდე ფეხბურთელთა შორის 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მორიგი მატჩი ჩაატარა. ალექსანდრე ჩივაძიმ გუნდმა “მიხეილ მესხზე” ესპანეთის 21 წლამდე ნაკრები მიიღო და ანგარიშით 2:5 დამარცხდა.

ქართველთაგან გოლები მათე ცინცაძემ (4′) და საბა ლობჟანიძემ (60′) გაიტანეს. სტუმართაგან დუბლი შეასრულა მუნირ ელ ჰადადიმ (2′, 73′), თითო-თითო გოლი გაიტანეს მარკო ასენსიომ (62′), ბორხა მეიორალმა (67′) და დანი კაბალიოსმა (90′).

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 13 ოქტომბერს, “მიხეილ მესხზე”, ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

მატჩის დაწვრილებით მიმოხილვასა და ფოტორეპორტაჟს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.