კანდელა: „გარსია უნდა გაუშვან, თუ „რომა“ ჩემპიონი ვერ გახდება“

„რომას“ ყოფილი მოთამაშის ვენსან კანდელას აზრით, კლუბის ხელმძღვანელობამ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია აუცილებლად უნდა გაუშვას, თუ მიმდინარე სეზონში „ჯალოროსი“ ჩემპიონი ვერ გახდება.

„თუ გარსია სკუდეტოს მიმდინარე სეზონში ვერ მოიგებს, მაშინ „რომამ“ მწვრთნელი უნდა გამოიცვალოს. ვის შეუძლია გარსიას შეცვლა? კონტე ნიჭიერი სპეციალისტია, თუმცა „რომას“ დიდი ფანი ვარ და ამ მწვრთნელს გუნდის თავკაცად არ ვიხილავდი“, – განაცხადა კანდელამ.