2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრებმა უელსი ანგარიშით 2:0 დამარცა და ტურნირის ფინალურ შეხვედრაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა განაცხადა, რომ გუნდმა ეს მიზანი ორი წლის წინ დაისახა.
“ამ წარმატებამ ფეხბურთელებს, ჩემს ოჯახსა და მთელ პორტუგალიელ ერს დიდი სიხარული მოუტანა. მადლობას ვუხდი ყველას მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით პლეი-ოფის სტადიაზე. ეს მიზანი ორი წლის წინ დავისახეთ, როდესაც გუნდი ჩავიბარე.
მაშინ შედეგზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღეთ და მიზნად ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლა დავისახეთ. საბედნიეროდ, ყველაფერი გამოგვივიდა. გუნდი გაძლიერდა, უფრო მყარი და ერთიანი გახდა. ასე ყველაფერი შესაძლებელია.
23-ივე ფეხბურთელი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. ჩვენ ფინალში ვართ, თუმცა მნიშვნელოვანია ტურნირის მოგება.
პორტუგალიის ნაკრებს ყოველთვის აქვს სათამასო გეგმა როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ჩვენი დამარცხება ადვილი არ არის. ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ გვაქვს შემუშავებული სამოქმედო გეგმა. გუნდს საკუთარი სტილი აქვს და არ მანაღვლებს, ლამაზად ვთამაშობთ თუ არა. აი, დღეს მშვენივრად ვითამაშეთ”, – ფერნანდუ სანტუშის სიტყვები უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.