“ბორდოს” მორაგბემ ლევან ჩილაჩავას ფეხი სახეში ჩაარტყა (ვიდეო)

5 ივნისს, საფრანგეთის TOP 14-ის ბოლო ტურში, გორგოძის, მიქაუტაძისა და ჩილაჩავას “ტულონმა” საკუთარ მოედანზე “ბორდო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 44:3 დაამარცხა.

შეხვედრის მიმდინარეობისას, ერთ-ერთ ეპიზოდში, სტუმართა მორაგბემ, მეტუისელა ტალებულამ ლევან ჩილაჩავას სახეში ფეხი ჩაარტყა. საბოლოოდ, მსაჯმა ფიჯელს წითელი ბარათი უჩვენა.

ჩხუბი “ტულონისა” და “ბათის” მორაგბეებს შორის (ვიდეო)

10 იანვარს, ჩემპიონთა თასზე, ქართველების “ტულონმა” საკუთარ მოედანზე “ბათი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 12:9 დაამარცხა.

შეხვედრის მე-20 წუთზე მოედანზე სიტუაცია დაიძაბა და მორაგბეებს შორის არეულობა მოხდა, თუმცა ყველაფერი მალე მოგვარდა.

ცნობისთვის, ქართველთაგან “ტულონის რიგებში ჩილაჩავამ და მიქაუტაძემ ითამაშეს. რაც შეეხება გორგოძეს, ის განაცხადში არ ყოფილა.

Some tension during Toulon – Bath! 20 minutes, first brawl!

Some tension during Toulon – Bath! 20 minutes, first brawl!Bastareud took leroy houston out the brawl with his " delicacy"

Posted by Rugby Vids on Sunday, 10 January 2016

სახალისო ვიდეო: ლევან ჩილაჩავას ვარჯიშზე აგვიანდება

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა სახალისო ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ჩქარობს “ტულონის” ქართველი მორაგბე ლევან ჩილაჩავა ვარჯიშზე მისვლას მაშინ, როცა მას ცოტათი აგვიანდება.

ასევე: როგორ ხვდებიან “ტულონის” გულშემატკივრები მამუკა გორგოძეს

როგორ ხვდებიან “ტულონის” გულშემატკივრები მამუკა გორგოძეს (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელჩიც აღბეჭდილია, თუ როგორ ხვდებიან “ტულონის” გულშემატკივრები ვარჯიშზე მიმავალ მამუკა გორგოძეს.

რა გაუკეთა მამუკა გორგოძემ “ტულუზას” მორაგბეს (ვიდეო)

27 დეკემბერს, საფრანგეთის Top 14-ში, “ტულუზასა” და “ტულონს” შორის გამართული მატჩის პირველი ნახევრის ბოლო წუთებში, მამუკა გორგოძეს მეტოქესთან მოუწია დაპირისპირება.

მამუკა გორგოძის ლელო “ლენსტერთან” მატჩში, რომელიც მსაჯმა გააუქმა (ვიდეო)

19 დეკემბერს, რაგბის ჩემპიონთა თასის მეოთხე ტურში, ირლანდიურმა “ლენსტერმა” საკუთარ მოედანზე გორგოძის, ჩილაჩავასა და მიქაუტაძის “ტულონი” მიიღო და ანგარიშით 16:20 დამარცხდა.

შეხვედრის ბოლო წუთებში ქართველმა მორაგბე მამუკა გორგოძემ ლელოს დადება მოახერხა, თუმცა მსაჯმა ის გააუქმა.

ევროპის 5 საუკეთესო სარაგბო კლუბი

სპორტულმა პორტალმა Pundit Arena-მ ევროპის ხუთი საუკეთესო სარაგბო კლუბი დაასახელა, რომელთა შორის სამი საფრანგეთის წარმომადგენელია. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე მათგანში ქართველი მორაგბეებიც თამაშობენ.

5. “რასინგ 92” (საფრანგეთი)
ქართველი: დავით ხინჩაგიშვილი

5

4. “კლერმონი” (საფრანგეთი)
ქართველები: დავით ზირაქაშვილი, ვიქტორ კოლელიშვილი

4

3. “უოსპსი” (ინგლისი)

3

2. “ტულონი” (საფრანგეთი)
ქართველები: მამუკა გორგოძე, კოტე მიქაუტაძე, ლევან ჩილაჩავა

111111

1. “სარასენსი” (ინგლისი)

1

მამუკა გორგოძე “ტულონში” დარჩება

რამდენიმე დღის წინ, ფრანგულ პრესაში დაიწერა, რომ მამუკა გორგოძის შეძენა “რანსინგ 92”-ს სურს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ნაკრების კაპიტანს ახალ კლუბთან კონტრაქტი სეზონის დასრულების შემდეგ უნდა გაეფორმებინა.

თუმცა, როგორც ჩანს, გორგოძე “ტულონში” იქამდე დარჩება, სანამ მას ხელშეკრულება არ ამოეწურება – ამ ინფორმაციას La Provence ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ქართველ მორაგბეს “ტულონთან” კონტრაქტი 201 წლის ივნისში ეწურება.

მამუკა გორგოძის შეძენა “რასინგ 92”-ს სურს

ფრანგული RMC SPORT-ის ცნობით, დიდი შანსია, მომდევნო სეზონიდან მამუკა გორგოძე Top 14-ის მიმდინარე გათამაშების ლიდერ “რასინგ 92”-ში ვიხილოთ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ გორგოძე პარიზულ კლუბში გადავა, მაშინ ის სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

როგორც ცნობილია, “რასინგ 92”-ის პრეზიდენტს ვარსკვლავური გუნდის ჩამოყალიბება სურს, რომლის ერთ-ერთი წევრიც სწორედ საქართველოს ნაკრების კაპიტანი იქნება. სათამაშო დროის ნაკლებობის გამო, გორგოძეს “ტულონის” დატოვება გასული სეზონის შემდეგაც სურდა.

შეგახსენებთ, რომ “რასინგ 92”-ში თამაშობს 33 წლის ქართველი დავით ხინჩაგიშვილი და ასევე, დენ კარტერი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მორაგბეა.

ხუთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მორაგბე მსოფლიოში

სპორტულმა პორტალმა Pundit Arena-მ მსოფლიოს ხუთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მორაგბე დაასახელა, რომელთა შორის პირველ ადგილს ზელანდიელი დენ კარტერი იკავებს.

აღსანიშნავია, რომ ხუთეულში გორგოძის, მიქაუტაძისა და ჩილაჩავას სამი თანაგუნდელი მოხვდა.

1. დენ კარტერი – 1 400 000 ფუნტ სტერლინგი
ნაკრები: ახალი ზელანდია
კლუბი: “რასინგ მეტრო 92”

1

2. მეტ ჟიტო – 900 000 ფუნტ სტერლინგი
ნაკრები: ავსტრალია
კლუბი: “ტულონი”

2

3. ლი ჰალფპენი – 600 000 ფუნტ სტერლინგი
ნაკრები: უელსი
კლუბი: “ტულონი”

3

4. ჯონი სექსტონი – 500 000 ფუნტ სტერლინგი
ნაკრები: ირლანდია
კლუბი: “ლენსტერი”

4

5. ბრაიან ჰაბანა – 474 600 ფუნტ სტერლინგიი
ნაკრები: სამხრეთ აფრიკა
კლუბი: “ტულონი”

5

მამუკა გორგოძის ლელო “გრენობლთან” შეხვედრაში (ვიდეო)

1 ნოემბერს, საფრანგეთის Top 14-ში, “გრენობლმა” საკუთარ მოედანზე “ტულონი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 33:29 დაამარცხა.

“ტულონის” ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე, რომელმაც 28-ე წუთზე ლელოს დადება მოახერხა.

ასევე, სტუმართა შემადგენლობაში მეორე ნახევარში გამოჩნდა კოტე მიქაუტაძე.

მამუკა გორგოძე: “ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ “ტულონმა” წარმატებას მიაღწიოს”

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე თავის კლუბში, “ტულონში” დაბრუნდა და განაცხადა, რომ ის გუნდის წარამტებისათვის ყველაფერს გააკეთებს.

“გასულ სეზონში ტრავმა ხშირად მაწუხებდა. რაც მსურდა, ყველაფერი არ გამომდიოდა. მე გულუხვი ვარ და კლუბის წარმატებისათვის ყველაფერს გავაკეთებ. “ტულონში” ბევრი ვარსკვლავი თამაშობს, ისინიც ადამიანები არიან და მათ დასვენება სჭირდებათ. ვფიქრობ, ამ მორაგბეებთან ყოფნით დიდი პროგრესი განვიცადე”, – ციტირებს “გორგოძილას” სიტყვებს blog-rct.com.