“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მთავარი მწვრთნელის, სერ ალექს ფერგიუსონის შვილმა დარენ ფერგიუსონმა “დონკასტერ როვერსი” ჩაიბარა. ეს გუნდი ინგლისის რანგით მესამე დივიზიონში თამაშობს.
დარენ ფერგიუსონი მანამდე “პიტერბოროს” თავკაცობდა. 43 წლის სპეციალისტმა გუნდი მიმდინარე წლის დასაწყისში დატოვა.