17 ოქტომბერს, საფრანგეთის ჩემპიონატში “ბასტიამ” საკუთარ მოედანზე “პარი სენ-ჟერმენი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა. პარიზელთა მხრიდან ორივე გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩმ გაიტანა.
მატჩის დასრულების შემდეგ “ბასტიას” ცენტრალურმა მცველმა სებასტიან სკილაჩიმ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ასეთი რამ უთხრა: “შენ კარგი ფეხბურთელი არ ხარ. სხვების პატივისცემა უნდა ისწავლო.”