კევინ-პრინს ბოატენგმა “ვილიარეალს” სუპერგოლი გაუტანა (ვიდეო)

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-9 ტურში “ვილიარეალმა” “ლას პალმასი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. სტუმართაგან ეს ერთადერთი გოლი კევინ-პრინს ბოატენგმა გაიტანა. განელ ფეხბურთელს მართლაც საოცარი სილამაზის გოლი გამოუვიდა. აღსანიშნავია ტანას ეფექტური საგოლე პასიც.

“ლას პალმასმა” თავკაცი გაათავისუფლა

“ლას პალმასის” მთავარი მწვრთნელი პაკო ერერა პოსტიდან გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რომ “ლას პალმასი” ესპანეთის პრიმერადივიზიონის დებიუტანტი კლუბია. ჩემპიონატის მე-8 ტურის შემდეგ გუნდს აქტივში მხოლოდ ხუთი ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილი უკავია.

პაკო ერერა “ლას პალმასს” 2014 წლის ივლისიდან თავკაცობდა.