დეფო: „სანდერლენდში“ სკამზე ჯდომისთვის არ გადავსულვარ“

„სანდერლენდის“ თავდამსხმელი ჯერმეინ დეფო გუნდში თავისი ამჟამინდელი მდგომარეობით უკმაყოფილია.

„უკვე 33 წლის ვარ. ამ ასაკში ფეხბურთის თამაშის სურვილიც არის. „სანდერლენდში“ იმისთვის არ გადავსულვარ, რომ სათადარიგოთა სკამზე ვყოფილიყავი. მსურდა, მეთამაშა და გოლები გამეტანა, რაც პირველივე დღეს ვთქვი. დიახ, შემადგენლობას მწვრთნელი ირჩევს და მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცე, მაგრამ, ამავდროულად, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი უნდა ვიყო“, – განაცხადა დეფომ.

ცნობისთვის, ბოლო დროს ბრიტანული პრესა ჯერმეინის სახელს „ბორნმუთს“ უკავშირებს.