„ლივერპულში“, რომელმაც ცოტა ხნის წინ ბრენდან როჯერსი დაითხოვა, მუშაობას მისი მოგვარე გააგრძელებს. მართალია, საუბარი არა კაცთა, არამედ „ლივერპულის“ ქალთა გუნდზეა. მერსესაიდულმა ქალთა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მას სკოტ როჯერსი გაწვრთნის.
შეგახსენებთ, რომ ეს „წითლების“ ყოფილი თავკაცის მოგვარესთან დაკავშირებული პირველი ისტორია არაა (იხილეთ ასევე – ბეისბოლისტი ბრენდან როჯერსი: „მე არ ვარ „ლივერპულის” თავკაცი”).