დონარუმასთვის ბრძოლაში ესპანური გრანდი ჩაერთო

“მილანის” კიპერმა ჯანლუიჯი დონარუმამ კარიერა შესაძლოა, ესპანეთის ლა ლიგაში გააგრძელოს. Football Italia-ს თანახმად, 22 წლის იტალიელი მეკარისთვის ბრძოლაში “ბარსელონა” აქტიურად ჩაერთო.

დონარუმასა და “მილანს” შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა ამა წლის 30 ივნისს გაუვა. მხარეებს შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკების პროცესი ჩიხში შევიდა, “მილანი” კი უკვე ახალი მეკარის ძიებაშია.

ჯიჯი დონარუმას მომსახურებით ტურინის “იუვენტუსიც” არის დაინტერესებული, მაგრამ “ბარსელონამ” იტალიელ კიპერს უფრო ხელსაყრელი ფინანსური პირობები შესთავაზა – 10 მილიონი ევრო სეზონში.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმა “მილანის” აღზრდილი გახლავთ. ის “როსონერის” პირველ გუნდში 2015 წლიდან გამოდის. მან გასულ სეზონში ჩატარებულ 48 მატჩში 54 ბურთი გაუშვა, 15 შეხვედრაში კი კარი მშრალად შეინახა.

“მილანი” დონარუმას ახალ კონტრაქტს სთავაზობს, მინო რაიოლა გაზრდილ ხელფასს ითხოვს

“მილანი” გუნდის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმასთან შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს.

“როსონერი” 21 წლის კიპერს ჯამაგირის სახით წელიწადში შვიდ მილიონ ევროს სთავაზობს, თუმცა დონარუმას აგენტი მინო რაიოლა ხელფასის ათ მილიონ ევრომდე გაზრდას მოითხოვს. “მილანი” მზად არის, დათმობაზე წავიდეს და შემოთავაზება რვა მილიონამდე გაზარდოს.

ცნობისათვის, მხარეებს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება.

ჯანლუიჯი დონარუმამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში 16 ბურთი გაუშვა, ექვს შეხვედრაში კი კარი მშრალად შეინახა.

ჩეხმა ფეხბურთელმა დონარუმას შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

21 წლამდე ფეხბურთელთა შორის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთის ნაკრებმა იტალია ანგარიშით 3:1 დაამარცხა. ჩეხმა მცველმა მიხაელ ლიუფტნერმა შეხვედრის 85-ე წუთზე ჯანლუიჯი დონარუმას კარში შესანიშნავი გოლი გაიტანა.

დონარუმამ შესაძლოა, “მილანთან” კონტრაქტი მაინც გაახანგრძლივოს

“მილანის” კიპერმა ჯანლუიჯი დონარუმამ გუნდის გამოცვლა გადაიფიქრა და მზად არის, “როსონერისთან” კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკება აწარმოოს.

იტალიელი მეკარე ამჟამად პოლონეთში იმყოფება, სადაც 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე იღებს მონაწილეობას. “სქაი იტალიას” ცნობით, 18 წლის კიპერმა საკუთარი აგენტი მინო რაიოლა პოლონეთში იხმო. დონარუმა მზად არის, რომ კარიერის “მილანში” გაგრძელების ვარიანტი განიხილოს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯანლუიჯი დონარუმა “მილანთან” შრომით ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებდა და სხვა გუნდში გადაბარგდებოდა.

დონარუმამ მოიბოდიშა

“მილანის” კიპერმა ჯანლუიჯი დონარუმამ იტალიის სერია A-ს 30-ე ტურში “პესკარას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (1:1) დაშვებული შეცდომის გამო ბოდიში მოიხადა. ახალგაზრდა მეკარის უხეშ შეცდომას “მილანის” კარში გოლი მოჰყვა.

“იმედი მაქვს, ეს შეცდომა ჩემთვის გაკვეთილი იქნება და ამით უფრო გავძლიერდები. გულშემატკივრებსა და თანაგუნდელებს ბოდიშს ვუხდი. დღეს მოედანზე ძალისხმევა არ დავიშურე. ასეთი რამ ნებისმიერს შეიძლია მოუვიდეს.

პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ და დანებებას არ ვაპირებ. ამ ფრის გამო გაბრაზება არ ღირს. “პესკარამ” კარგად ითამაშა და ჩვენს კართან მომენტები შექმნა. “მილანს” მატჩის ბოლოს მოგება შეეძლო, მაგრამ არ გაგვიმართლა”, – ციტირებს დონარუმას სიტყვებს Football Italia.

ბუფონმა დონარუმას იუბილე მიულოცა

25 თებერვალს “მილანის” კიპერ ჯანლუიჯი დონარუმას 18 წელი შეუსრულდა. ახალგაზრდა მეკარეს იუბილე ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა მიულოცა.

“დაბადების დღეს გილოცავ. უკვე ზრდასრული ბიჭების რიგებში ჩაეწერე, მაგრამ მანამდეც ასეთად ითვლებოდი. მაქსიმალურად დატკბი შენი წლოვანებით, სიმწიფის ასაკი გაქვს.

იცი, რომ ზრდასრულ ასაკში ყველაფერი რთულია, მაგრამ შენ ყველა საჭირო მორალური და ადამიანური თვისება გაქვს იმისთვის, რომ იყო ბედნიერი და ჩაეწერო ისტორიაში”, – ასე მიმართა ბუფონმა დონარუმას.

ჯანლუიჯი დონარუმას “მილანში” უკვე 55 მატჩი აქვს ჩატარებული, იტალიის ეროვნულ ნაკრების რიგებში კი ორ შეხვედრაში ითამაშა.

დონარუმა: “საყურეს და ტატუს არასდროს გავიკეთებ”

“მილანისა” და იტალიის ნაკრების 17 წლის კიპერმა ჯანლუიჯი დონარუმამ განაცხადა, რომ მშობლებს მასზე დიდი გავლენა აქვთ და ისიც ყოველთვის გაითვალისწინებს მათ რჩევებს.

“ვარჯიშებზე ბოლომდე ვიხარჯები, არც მოედანზე ვზოგავ თავს, ვარ თავმდაბალი. ეს მშობლებისგან ვისწავლე. დედა გამუდმებით მეუბნება, რომ უნდა ვიყო მოკრძალებული და კარგად მოვიქცე.

მამა დღემდე დურგლად მუშაობს და ჩემი მიხმარება არ უნდა, ვინაიდან მე ეს საქმე არ გამომდის. იგი ყოველთვის მეუბნება, რომ ტატუ და საყურე არ უნდა გავიკეთო და მეც ყოველთვის დავუჯერებ მას”, – ციტირებს დონარუმას სიტყვებს Football Italia.

დონარუმა იტალიის 21 წლამდე ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა

21 წლამდე ფეხბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში იტალიის ახალგაზრდულმა ნაკრებმა გასვლაზე ირლანდია ანგარიშით 4:1 დაამარცხა. “სკუადრა აძურას” კარს მთელი შეხვედრის განმავლობაში ჯანლუიჯი დონარუმა იცავდა.

ამრიგად, 17 წლის მეკარე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვისაც იტალიის 21 წლამდე ნაკრებში უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმა “მილანის” ძირითადი შემადგენლობის კიპერი მიმდინარე სეზონში გახდა. იტალიელ მეკარეს 17 წელი ამა წლის 25 თებერვალს შეუსრულდა.

 

დონარუმა: “ჩემი კერპი ბუფონია”

“მილანის” 16 წლის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს. ახალგაზრდა კიპერს მანამდე ასაკობრივ ნაკრებებში არ უთამაშია. მისთვის ეს სეზონი უმაღლეს დონეზე პირველია.

“ძალიან გახარებული ვარ, რომ გამომიძახეს. დიდი პასუხისმგებლობა მეკისრება, მაგრამ ვეცდები ამას ყურადღება არ მივაქციო და სიმშვიდე შევინარჩუნო.

ჩემი კერპი ბუფონია. ოცნებად მაქვს, რომ იტალიის ნაკრების პირველი მეკარე გავხდე და ბუფონის გზა გავიარო. ყველა ისურვებდა ასეთი კარიერის გაკეთებას.

“მილანში” ისეთ დიდ პროფესიონალებთან ვმუშაობ, როგორებიც დიეგო ლოპესი და კრისტიან აბიატი არიან. ისინი ძალიან მეხმარებიან განვითარებაში”, – დონარუმას სიტყვებს Football Italia ციტირებს.

 

დიეგო ლოპესს 16 წლის მეკარესთან კონკურენცია აშინებს

Football Italia-ს ცნობით, დიეგო ლოპესმა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა, “მილანი” დატოვოს. ესპანელი მეკარე გუნდიდან აბარგების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაკარგავს.

იტალიური პრესის ცნობით, “სასუოლოს” წინააღმდეგ დღეს გასამართ მატჩში მილანელთა კარში შესაძლოა 16 წლის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა დააყენონ.

Gianluigi Donnarumma

შეგახსენებთ, რომ დიეგო ლოპესი მადრიდის “რეალიდან” “მილანში” გასული სეზონის დასაწყისში გადავიდა. ესპანელმა კიპერმა იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ რვა მატჩში 14 გოლი გაუშვა.

მატჩი “მილანსა” და “სასუოლოს” შორის დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.