„ჰოფენჰაიმი“ მთავარი მწვრთნელის გაშვებასთან ახლოსაა

გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „ჰოფენჰაიმის“ ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის მარკუს გიზდოლის გაშვებაზე დაფიქრდა. სავარაუდოდ, ეს ამბავი უახლოეს დროში გაოფიციალურდება.

დიდი ალბათობით, „ჰოფენჰაიმის“ ახალი თავკაცი „შტუტგარტის“ ყოფილი მთავარი მწვრთNელი, გამოცდილი ჰუბ სტევენსი იქნება.

ცნობისთვის, ბუნდესლიგის ათი ტურის შემდეგ „ჰოფენჰაიმი“ 6 ქულით ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება.