რივერსი: „სონდერსის სიკვდილის შემდეგ საკალათბურთო სამყარომ დიდი მწვრთნელი დაკარგა“

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ მთავარმა მწვრთნელმა დოკ რივერსმა „მინესოტა ტიმბერვულვზის“ მთავარი მწვრთნელის, 60 წლის ასაკში გარდაცვლილი ფლიპ სონდერსის ოჯახს მიუსამძიმრა.

„ეს ძალიან სევდიანი დღეა. ჩემი გული და ლოცვები სონდერსის ოჯახთანაა. მომხდარის გამო მწუხარებას გამოვთქვამ. ფლიპი მეგობარზე მეტი იყო – ის სანდო ადამიანი და ჩინებული მწვრთნელი გახლდათ. საკალათბურთო სამყარომ მწვრთნელთა შორის მწვრთნელი დაკარგა, მე კი ახლო მეგობარი აღარ მყავს“, – ციტირებს რივერსის სიტყვებს ESPN-ი.