30 ოქტომბერს, უკრაინის პრემიერ ლიგაში, ჯაბა ლიპარტიას “ზორიამ” საკუთარ მოედანზე “შახტარი” მიიღო და ანგარიშით 1:7 დამარცხდა.
დონეცკელთა განაცხადში იყო ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე, რომელიც თამაშში 75-ე წუთზე ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ 17 წლის ფეხბურთელმა უკრაინის ჩემპიონატში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.
გიორგიმ ერთ-ერთ ეპიზოდში თავისი სისწრაფის ხარჯზე მეტოქის შეტევა ჩაშალა: