პოლიციამ “ვარდის საქმეზე” გამოძიება დაიწყო

ლესტერშირული პოლიცია სოციალური მედიის სხვების საზიანოდ გამოყენების შემთხვევას იძიებს, რომლის მსხვერპლიც “ლესტერ სიტის” ინგლისელი თავდამსხმელის, ჯეიმი ვარდის ოჯახი გახდა.

ვარდის სიძემ, ბექს ნიკოლსონმა ახლახან გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მათი ქალიშვილია აღბეჭდილი ვარდის ფორმაში, რის შემდეგაც “ტვიტერზე” მან რამოდენიმე წერილი მიიღეს, რომელსაც ნიკოლსონი აღწერს, როგორც “შოკისმომგვრელად და საზიზღრად”.

ლესტერშილური პოლიციის განცხადებაში ვკითხულობთ:”პოლიცია შემოსულ ბრალდებას განიხილავს, რომელიც სოციალური მედიის სხვის საზიანოდ გამოყენებას გულისხმობს.”

‘რუსული რულეტკა’ კვერცხებით: ფუკსი ჯეიმი ვარდის წინააღმდეგ

ინგლისის ეროვნული ნაკრების მაისურით გატანილი პირველი გოლის შემდეგ (გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ), ჯეიმი ვარდიმ გახალისება გადაწყვიტა.

“ლესტერის” საუკეთესო ბომბარდირმა მის თანაგუნდელთან, კრისტიან ფუკსთან ერთად ‘რუსული რულეტკა’ ითამაშა, ოღონდ კვერცხებით. წესები მარტივია: გვაქვს 3 მოხარშული და 3 ჩვეულებრივი კვერცხი – ვისაც ორჯერ მოხვდება თავში მოუხარშავი კვერცხი, ის აგებს …

შვარცერი: “კანტეს, მარეზისა და ვარდის მომავალი კლაუდიო რანიერის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული”

“ლესტერ სიტის” კარის დარაჯი, მარკ შვარცერი თვლის, რომ ჯეიმი ვარდის, რიად მარეზისა და კანტეს მომავალი კლაუდიო რანიერის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული – თუ იტალიელი სპეციალისტი დარჩება, მაშინ “ლესტერს” მათი შენარჩუნების უფრო დიდი შანსი ექნება.

“ფეხბურთელებს რანიერი ძალიან მოსწონთ და მართლაც რომ აღიარებენ მის ეშხს, სიბრძნესა და წვლილს “ლესტერის” წარმატებაში.

კლუბისთვის რანიერის შენარჩუნება ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე საკითხია. სწორედ მისი საშუალებით ავიდა “ლესტერი” ამ სიმაღლეზე.

ისეთი ფეხბურთელების მიმართ, როგორებიც არიან კანტე, ვარდი და მარეზი ინტერესს ბევრი გამოიჩენს. თუმცა მათი მომავალი კლაუდიო რანიერის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.” – განაცხადა 43 წლის მეკარემ.

ჰოჯსონი: “რუნის ნაკრებში ადგილი გარანტირებული არ აქვს”

ინგლისის ეროვნული ნაკრების თავკაცი, როი ჰოჯსონი დარწმუნებულია, რომ უეინ რუნი ევრო-2016-ისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება. თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ მას ნაკრებში ადგილი გარანტირებული არ აქვს.

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელის არყოფნიდან გამომდინარე როიმ 24-კაციან განაცხადში სხვა ფორვარდები დაასახელა: ჰარი კეინი, დანიელ სტარიჯი, ჯეიმი ვარდი, ტეო უოლკოტი და დენი უელბეკი. სწორედ მათ მოუწევთ გერმანიისა და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებების კარის აღებაზე ფიქრი.

“დარწმუნებული ვარ, რომ იმ დროისთვის რუნი ფორმაში იქნება. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ დილემის წინაშე დადგომა არ მომიწევს. თუ ის 12 მაისისთვის სრულ მზადყოფნაში არ იქნება, შეიძლება არც წავიყვანოთ ტურნირზე. თავს უსიამოვნო სიტუაციაში ამოვყოფ.

არასდროს არ მითქვამს, რომ მას ძირითადში ადგილი გარანტირებული აქვს და ჩემს გუნდში გარანტირებული არავის არაფერი არ აქვს.” – განაცხადა როიმ.

ვარდი: “რანიერი ყოველთვის ერთმანეთისთვის ბრძოლისკენ მოგვიწოდებს”

“ლესტერ სიტის” თავდამსხმელმა ჯეიმი ვარდიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რას მოითხოვს მისგან და მისი თანაკლუბელებისგან გუნდის მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი.

“ჩვენ ერთმანეთისთვის ვიბრძვით და თამაში კარგად გამოგვდის, რითაც რანიერი უზომოდ ბედნიერია. მან გუნდი ჩაიბარა და ახლა სატურნირო ცხრილს სათავეში ვუდგავართ. იგი ყოველთვის მოგვიწოდებს, რომ ვიბრძოლოთ ერთმანეთისთვის.

მწვრთნელი გვეუბნება, რომ არ აქვს მნიშვნელობა იმას, გავიმარჯვებთ, დავმარცხდებით თუ ფრედ ვითამაშებთ. მისთვის მთავარი ჩვენი სულისკვეთებაა.

ჩვენგან ასეთ წარმატებას არავინ ელოდა. ყველა ფიქრობდა, რომ ჩვენ მხოლოდ პრემიერლიგაში დარჩენისთვის ვიბრძოლებდით. ამას წერდა ყველა გაზეთი. ჩვენ უბრალოდ სიამოვნებას ვიღებთ ფეხბურთისგან და ვაკეთებთ იმას, რასაც ყოველთვის ვაკეთებდით”, – ვარდის კომენტარი “ლესტერის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

ახალი კონტრაქტის თანახმად ვარდის გამოსყიდვა 30 მილიონად იქნება შესაძლებელი

ინგლისური “ლესტერის” ინგლისელი ფორვარდი, ჯეიმი ვარდი “მელიებთან” ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან არის ახლოს, რომელიც მას ინგლისურ კლუბთან კიდევ 3 წლით დააკავშირებს.

როგორც The Times აცხადებს, 29 წლის ფეხბურთელი კვირაში საკმაოდ კარგ თანხას, 80 000 ფუნტს მიიღებს, თუ “ლესტერში” გადაწყვეტს დარჩენას.

ამასთანავე, კონტრაქტში ჩასმულია მუხლი, რომლის თანახმადაც ვარდის შეძენა 30 მილიონ ფუნტად იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირით, რომელმაც წლევანდელ სეზონში 19 გოლი გაიტანა, “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” არიან დაინტერესებულნი.

ვარდი დუბაიში ისვენებს (+ფოტო)

მაშინ, როცა “ლესტერ სიტის” კონკურენტები თასის მატჩებისთვის ემზადებიან, კლაუდიო რანიერის ფეხბურთელები შვებულებაში იმყოფებიან.

როგორც იცით, “არსენალთან” მარცხის შემდეგ, რანიერიმ “მელიებს” 1 კვირიანი შვებულების უფლება მისცა. რასაც ხელს უწყობს ფაქტი, რომ “ლესტერს” ოფიციალური მატჩის ჩატაერბა 27 თებერვლამდე არ მოუწევს.

ეს შანსი გამოიყენა პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა (19 გოლით), ჯეიმი ვარდიმაც, რომელიც სამშობლოდან შორს, დუბაიში წავიდა დასასვენებლად.

ვარდის მეუღლემ, ბეკიმ დღეს გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის და ჯეიმი პატარა ვეფხვთან ერთად არიან აღბეჭდილნი:

ვარდი: “არსენალისთვის” პრობლემების შექმნა შეგვიძლია”

“ლესტერ სიტის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯეიმი ვარდიმ ლონდონის “არსენალთან” გასამართ მატჩზე საუბრისას აღნიშნა, რომ “მელიებს” “მეთოფეთათვის” გარკვეული პრობლემების შექმნა შეუძლიათ.

“ვიცით, რომ ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი და რთული იქნება. განსაკუთრებით თუ გავიხსენებთ წინა მატჩს, როცა “არსენალმა” შინ 2:5 დაგვამარცხა, თუმცა არამგონია ეს ანგარიში მატჩის მიმდინარეობას ობიექტურად ასახავდეს.

“არსენალი” მსოფლიო დონის ფეხბურთელებით დაკომპლექსებული გუნდია, თუმცა ჩვენ მათთვის პრობლემების შექმნა მაინც შეგვიძლია.

თუ ტიტულის მოგებას ვერ მოვახერხებთ, ამით ტრაგედია არ შეიქმნება, რამეთუ სეზონის წინ ჩვენგან ამას არავინ მოითხოვდა. შესანიშნავ სეზონს ვატარებთ, რომლის ყოველი წუთისგან ვიღებთ სიამოვნებას.”

„ლესტერის“ მოთამაშეებმა დაავადებულ ბავშვებს საჩუქრები უყიდეს

პრემიერლიგის ლიდერ „ლესტერ სიტის“ ფეხბურთელებმა ფული შეაგროვეს და ლესტერის საავადმყოფოში მყოფ ბავშვებს საჩუქრები უყიდეს, რომლებიც მათ პრიადად თავდამსხმელმა ჯეიმი ვარდიმ გადასცა.

„ამ ბავშების ნაწილი შობას სახლში ვერ შეხვდება. თუმცა, პირადად მე, ყველას სახეზე ღიმილი დავინახე. იმედია, ეს მათ ხასიათს მოუამტებს და ამ ბავშვებს საავადმყოფოდან რაც შეიძლება მალე გამოწერენ“, – განუცხადა ვარდიმ BBC-ს.

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა იყიდოს “მანჩესტერ იუნაიტედმა” ჯეიმი ვარდი

5. ის არის ინგლისელი ტალანტი

პრემიერ ლიგაში ძალიან ბევრი უცხოელი ფეხბურთელი თამაშობს და ბუნებრივია, როცა ინგლისელი თავდამსხმელი ბევრ გოლს გაიტანს, მის სანაცვლოდ ასტრონომიულ თანხებს იხდიან. მართალია, ვარდი უკვე 28 წლისაა, თუმცა ჯერჯერობით მის თამაშს დასაწუნი არაფერი აქვს. რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჯეიმი სულ ახლახანს ათამაშდა? “მანჩესტერ იუნაიტედი” უნდა ეცადოს მის შეძენას ისე, როგორც სხვა ძალიან დიდი ტალანტების შემთხვევაში.

5

4. ჯეიმი ვარდი – ტიპური ცხრიანი

ერთადერთი ფეხბურთელი მანჩესტერელთა რიგებში, რომელიც მეტოქის საჯარიმოს სიღრმეში თამაშობს ენტონი მარსიალია. უეინ რუნი დიდი ხანია, რაც ამ პოზიციაზე არ თამაშობს, ხოლო ჯეიმს უილსონს კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, რათა ვან გაალის ნდობა დაიმსახუროს. ჰოლანდიელ დამრიგებელს მარსიალის ტრავმის შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი აქვს – ფელაინი, რომელიც ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველია. ჯეიმი ვარდიმ აჩვენა, თუ რა დონეზე შეუძლია ტიპური ცხრიანის პოზიციაზე თამაში.

4

3. მას აქვს ძალიან კარგი სისწრაფე

“მანჩესტერ იუნაიტედი” ტაქტიკურად ძალიან მაღალ დონეზეა, მაგრამ “ეშმაკუნებს” არ ჰყავთ სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელი, რომელიც შეტევის ხაზს კიდევ უფრო გააძლიერებს, თუ არ ჩავთვლით მემფის დეპაის. ვან გაალმაც შესანიშნავად იცის, რომ რუნი აღარაა ისეთივე სწრაფი და სხარტი, როგორიც ადრე იყო, რაც ვარდის “ოლდ ტარფორდთან” კიდევ უფრო აახლოებს.

3

2. ბოლომდე ბრძოლის უნარი

ლუის ვან გაალმა მანჩესტერელებს დაუბრუნა რწმენა, თუმცა გუნდს რაღაც მაინც აკლია. ფერგიუსონის ფეხბურთელებს თამაშის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ: არ აქვს მნიშვნელობა ტაბლოზე რა ანგარიშია დაფიქსირებული, არასოდეს დანებდე! ჯეიმი ვარდიმ აჩვენა, რომ მას აქვს მეომრის მსგავსი სულისკვეთება, რაც მანჩესტერელებს ყველაზე მეტად აკლიათ.

2

1. ძალიან ბევრ გოლს იტანს

ვარდი დღითიდღე უფრო ძლიერი ფეხბურთელი ხდება, რაზეც მისი სტატისტიკაც მიგვითითებს. ის ფენომენალურ შედეგს აჩვენებს, 14 გოლი 15 მატჩში! სულ ცოტა ხნის წინ მან ნისტელროის რეკორდიც გააუმჯობესა და პრემიერ ლიგაში ზედიზედ 11 მატჩში გოლი გაიტანა.

1

ავტორი: გოგა ნაჭყებია

საფრანგეთთან ინგლისს ორი ფეხბურთელი დააკლდება

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი მაიკლ კერიკი და „ლესტერის“ თავდამსხმელი ჯეიმი ვარდი საფრანგეთთან ამხანაგურ მატჩში ინგლისის ნაკრებს ვერ დაეხმარებიან.

ორივე ფეხბურთელს მცირე ტრავმა ჰქონია და ინგლისელთა სამწვრთნელო შტაბმა რისკის თავიდან ასაცილებლად ხსენებულ შეხვედრაში ფეხბურთელების დასვენება გადაწყვიტა.

ცნობისთვის, ინგლისი – საფრანგეთის მატჩი ოთხშბათს, 18 ნოემბერს, თბილისის დროით, 00:00 საათზე დაიწყება. შეხვედრა „უემბლიზე“ გაიმართება.

ჯეიმი ვარდი პრემიერლიგის ისტორიაში შევიდა

ინგლისის პრემიერლიგის XI ტურში “ლესტერ სიტიმ” გასვლაზე “ვესტ ბრომვიჩ ალბიონი” ანგარიშით 3:2 დაამარცხა. აქედან ერთი ბურთი ჯეიმი ვარდიმ გაიტანა. ვარდი პრემიერლიგის ისტორიაში მესამე ფეხბურთელია, რომელმაც ტურნირის ზედიზედ რვა შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა.

მანამდე ასეთივე სერია რუდ ვან ნისტერლოიმ და დანიელ სტარიჯმა აჩვენეს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების ბომბარდირთა დავას ჯეიმი ვარდი 10 გატანილი ბურთით ლიდერობს.