“კარპიმ” ჯუზეპე სანინო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა. სანინომ ამ პოზიციაზე მხოლოდ ერთი თვე იმუშავა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა იტალიის ჩემპიონატში ერთი გამარჯვება მოიპოვა, სამჯერ დამარცხდა, ერთი მატჩი კი ფრედ ითამაშა.
“კარპის” კვლავ ფაბრიციო კასტორი უთავკაცებს, რომელმაც გუნდი სერია A-ში გადმოიყვანა. იგი “კარპის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სექტემბერის ბოლოს გაათავისუფლეს, ერთთვიანი პაუზის შემდეგ კი გუნდს უბრუნდება.
იტალიის ჩემპიონატის XI ტურის შემდეგ “კარპის” აქტივში ექვსი ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში უკანასკნელი ადგილი უკავია.