“სოსიედადი” საკრისტანმა ჩაიბარა

“რეალ სოსიედადის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ეუსებიო საკრისტანი დაინიშნა, რომელიც მანამდე “ბარსელონას” მეორე გუნდს წვრთნიდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ კლუბმა დევიდ მოიესთან და მის თანაშემწე ბილი მაკკინლისთან კონტრაქტი გაწყვიტა.

“სოსიედადსა” და საკრისტანს შორის კონტრაქტი 2017 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში.

ესპანეთის პრიმერადივიზიონის XI ტურის შემდეგ გუნდს აქტივში 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილი უკავია.