“მილანი” დონარუმას 3,2-მილიონიან ხელფასს სთავაზობს, “რეალი” – 7,5-მილიონიანს

იტალიურ პრესაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, ჯანლუიჯი დონარუმას აგენტმა, მინო რაიოლამ “მილანის” ხელმძღვანელებთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები წამოიწყო.

როგორც ცნობილი ხდება, “როსონერის” ახალი ხელმძღვანელობა 18 წლის ფეხბურთელს 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს.

ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, იტალიელი მეკარის ხელფასი 3,2 მილიონი ევრო იქნება წელიწადში (160 000-ით მეტი ამჟამინდელ ხელფასზე).

ეს ყველაფერი კი მაშინ, როდესაც “მანჩესტერ იუნაიტედის”, “რეალისა” და “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელები მზად არიან, დონარუმას წელიწადში 7,5 მილიონი ევრო შესთავაზონ.

დონარუმამ “პესკარასთან” გამართულ მატჩში საშინელი შეცდომა დაუშვა (ვიდეო)

“სკუადრა აძურასა” და “როსონერის” ამომავალმა ვარსკვლავმა და იმედმა, ჯანლუიჯი დონარუმამ დღევანდელ მატჩში მართლაც რომ საშინელი შეცდომა დაუშვა.

“პესკარასა” და “მილანს” შორის გამართული მატჩის მე-12 წუთზე მილანელთა დამცველმა, გაბრიელ პალეტამ მეტოქეთა ზეწოლიდან თავის დაღწევის მიზნით ბურთი უკან, მეკარეს დაუბრუნა.

თუმცა, ჯიჯიომ მისი სწორად მიღება ვერ მოახერხა და მასპინძლებს წინ გასვლის უფლებაც მისცა. პალეტასა და დონარუმას შეცდომა მატჩის 41-ე წუთზე პასალიჩმა ნაწილობრივ გამოასწორა და საკუთარ გუნდს ერთი ქულა მოუტანა.

“იუვენტუსი” დონარუმაში დიდ თანხას იხდის

Calciomercato იტყობინება, რომ ტურინის “იუვენტუსი” სერიოზულადაა დაინტერესებული “მილანის” ახალგაზრდა მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას შეძენით.

17 წლის გოლკიპერს ხანგრძლივკონტრაქტიან დოკუმენტზე ხელის მოწერა არ შეუძლია, რადგან იგი არასრულწლოვანია. ამის გაკეთებას იგი მხოლოდ თებერვლის შემდეგ მოახრეხებს.

ტურინელები კი დაყოვნებას არ ფიქრობენ და “მილანის” ტალანტში 40 მილიონ ევროს ჩამოდიან. ირკვევა, რომ დონარუმა, “ბებერი ქალბატონის” ფორმის მორგების შემთხვევაში, წლიურად 10 მილიონ ევროს მიიღებს ხელფასის სახით. იგი ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს სერია ა-ს მოქმედ გამარჯვებულთან.

საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს იტალიელი ფეხბურთელი და დართავს თუ არა წასვლის ნებას მას “მილანი”.

გალიანი: “დონარუმა “მილანს” ტოვებს? ალბათ ხუმრობთ”

იტალიური “მილანის” გენერალურმა დირექტორმა, ადრიანო გალიანიმ კატეგორიულად უარყო ინფორმაცია ჯანლუიჯი დონარუმას კლუბიდან წასვლის შესახებ.

როდესაც ჰკითხეს თუ რამდენად დიდი იყო დონარუმას “იუვეში”, ბუფონის შემცვლელად ხილვის ალბათობა გალიანიმ განაცხადა:” ალბათ ხუმრობთ, დონარუმა “მილანის” ფეხბურთელია.

იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ის “მილანის” ღირსებას კიდევ რამდენიმე წლის მანძილზე დაიცავს.

ვფიქრობ, ბუფონის მემკვიდრის როლს ის ნამდვილად მოირგებს, ოღონდ მხოლოდ იტალიის ნაკრებში. ბუფონი დიდებული ფეხბურთელია და ის “იუვეში” 2018 წლამდე ითამაშებს.”

Sport: “რეალმა” თვალი ჯანლუიჯი დონარუმას დაადგა

იტალიური “მილანის” კარის დარაჯი, ჯანლუიჯი დონარუმა მადრიდის “რეალის” რადარზე გამოჩნდა. აღნიშნულ ინფორმაციას საკმაოდ ავტორიტეტული გამოცემა, Sport ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 17 წლის დონარუმა, რომელიც ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, “მილანის” ძირითადი მეკარე გახლავთ, იტალიის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა 1911 წლის შემდეგ.

ესპანური გამოცემის ცნობით, “ბლანკოსის” პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი დონარუმას დიდი ფანატია და მის გადასაბირებლად ყველაფერს გააკეთებს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ზინედინ ზიდანი კეილორ ნავასის ჩამნაცვლებლად არ დონარუმას, არამედ მის 18 წლის შვილს, ლუკას მოისაზრებს.

ანტონიო კონტეს მიერ დაწუნებული მომავალი თაობა

მართალია, რომ იტალიისათვის 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი მტკივნეულად, გერმანიასთან განცდილი დასანანი მარცხით დასრულდა, თუმცა, ამავდროულად გამოჩნდა ძალიან დიდი დადებითი მხარეებიც . მიუხედავად იმისა, რომ კონტეს ბიჭებმა საუკეთესო ოთხ ნაკრებს შორის ადგილის დამკვიდრება ვერ მოახერხეს, “სკუადრა აძურა” მაინც ერთ-ერთი საუკეთესო იყო ამ ტურნირზე.

მათ მიერ ბელგიისა და ესპანეთის ნაკრებთან ნათამაშები მატჩი მართლაც რომ სანიმუშო იყო თითოეული ფეხბურთელისათვის. იტალიელები გუნდურად მუშაობდნენ. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ კონტეს სელექციას სამართლიანად აკრიტიკებდნენ. მან რამოდენიმე ისეთი ფეხბურთელი არ გამოიძახა, რომელიც გუნდს აუცილებლად გამოადგებოდა.

“ჩელსის” ახალი თავკაცი ყოველთვის ამბობდა, რომ ქვეყანას აკლდა ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელები.

თუმცა სიმართლე სხვაგვარია, იტალიას მართლა ჰყავს ნიჭიერი ფეხბურთელები, რომელთა უმეტესობა ადრე თუ გვიან მაინც გამოიჩენს თავს. გთავაზობთ იმ ფეხბურთელთა სიას, რომლებიც ჯამპიერო ვენტურას თანადგომას ნამდვილად იმსახურებენ.


ანდრეა ბელოტი (22 წლის ; “ტორინო”)

80

ამ დროისთვის იტალიელებს ყველაზე დიდი პრობლემა შეტევაში აქვთ. ევრო 2016-ზე მეტოქეთა კარის აღებაზე ედერი და გრაციანო პელე ზრუნავდნენ. პირველი მათგანი 29 წლის გახლავთ, ის მთელი სეზონის მანძილზე საშინელ ფორმაში იმყოფებოდა. მეორე კი 30 წლის არის და ვერც ის ახერხებდა რეგულარულად თამაშს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, კონტემ მათგან მაინც საუკეთესო მიიღო, მაგრამ უკვე დროა, რომ შანსი ანდრეა ბელოტისაც მიეცეს.

22 წლის ფეხბურთელი “ტორინოს” ერთი წლის წინ შეუერთდა 7.5 მილიონ ევროდ. ბელოტიმ მალევე გაიარა ადაპტაცია იტალიურ გუნდში და სადებიუტო სეზონში შესანიშნავი შედეგი “დადო” – 12 გოლი სერია ა-ს 35 მატჩში. ბელოტი საკმაოდ ღონიერი, სწრაფი ფეხბურთელია, რომელსაც უძლიერესი დარტყმა აქვს. ამასთანავე კარგად ეხმარება მველებსაც.


მარკო ბენასი (21 წლის ; “ტორინო”)

1

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც შესაძლოა ვენტურამ ნაკრებში გამოიძახოს “ტორინოს” ცენტრალური ნახევარმცველი, მარკო ბენასია, რომელთან ერთადაც მუშაობის გამოცდილება მას უკვე დაუგროვდა. ბენასი კონტემაც გამოიძახა, როდესაც “სკუადრა აძურა” ევროპის ჩემპიონატისათვის ემზადებოდა, თუმცა 21 წლის ფეხბურთელის სანაკრებო დებიუტი არ შემდგარა. რაც შესაძლოა სულ მალე შეიცვალოს.

გასული სეზონი ბენასისთვის საუკეთესო იყო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური ნახევარმცველია იტალიაში. ის დიდად არ განსხვავდება “იუვენტუსის” 23 წლის ფეხბურთელისაგან (სტეფანო სტურარო), რომელმაც ევრო 2016-ში მიიღო მონაწილეობა.


დომენიკო ბერარდი (21 წლის ; “სასუოლო”)

1

ის მხოლოდ 21 წლის არის, მიუხედავად იმისა, რომ დომენიკო ბერარდის საფეხბურთო სამყარო კარგა ხანია რაც იცნობს. გასული სეზონი მისთვის მესამე იყო იტალიის საუკეთესო ჩემპიონატში. ყოველი მათგანი ბერარდიმ “სასუოლოს” მაისურით ჩაატარა. ამასთანავე, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მის მიერ გატანილ გოლთა რიცხვი ერთ ციფრში გამოისახა.

მიუხედავად იმისა, რომ მესამე სეზონში ის იმდენად პროდიქტიული არ იყო, ბერარდი მაინც ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ფორვარდია ევროპის მასშტაბით. პოზიციურად ის საკმაოდ სწორად მოქმედებს, არის სწრაფი და ძალიან ტექნიკური. ერთი-ერთზე მის წინააღმდეგ თამაში უზომოდ სახიფათო. მარცხენა ფეხით მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა.

იმ შემთხვევაში, თუ იტალიელთა ახალი თავკაცი 4-3-3 ტაქტიკით გადაწყვეტს თამაშს, ბერარდი საკმაოდ საჭირო ფეხბურთელი გახდება გუნდისათვის, რამეთუ მარჯვენა ფლანგზე ის ძალიან პროდიქტიულად თამაშობს.

თუმცა, ჯერ მან დისციპლინასთან უნდა მოაგვაროს საქმე.


ჯანლუიჯი დონარუმა (17 წლის ; “მილანი”)

1

სინიშა მიჰაილოვიჩმა “მილანის” მწვრთნელის ფუნქციები ერთ სეზონზე ნაკლები დროის მანძილზე შეასრულა. ის საშინელი შედეგებისა და არასახარბიელო სათამაშო სტილის გამო გაათავისუფლეს. თუმცა, ამ დროის მანძილზე მან ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო – მან დიეგო ლოპესი სკამზე დასვა და შანსი მისცა ჯანლუიჯი დონარუმას, რომელიც მაშინ მხოლოდ 16 წლის იყო.

მაშინ მიჰაილოვიჩის ეს სვლა ცხელ გულზე გაკეთებულ საქმედ მიიჩნიეს, თუმცა, დროთა განმავლობაში ყველამ აღიარა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.

ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონი 38 წლის გახლავთ, მისი “აღსასრული” ახლოვდება. ბუფონის “სეხნიას” კი ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ “იუვენტუსის” ლეგენდარული მეკარე სათანადოდ ჩაანაცვლოს.


ადამ მასინა (22 წლის ; “ბოლონია”)

1

“ბოლონია” იტალიის უმაღლესი ჩემპიონატიდან გავარდნას გადარჩა, რაშიც დიდი წვლილი ისეთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს მიუძღვის, როგორიც ადამ მასინა არის. ძლიერი, პროგრესულად მოაზროვნე და დინამიკური – ასე შეიძლება დავახასიათოთ “ბოლონიელთა” მარცხენა მცველი.

რობერტო დონადონის თავკაცობით მას უმეტეს შემთხვევაში ცენტრალური მცველის პოზიციაზე უწევდა თამაში, თუმცა, დელიო როსი მასში ფლანგზე მოთამაშე მცველსაც ხედავდა. 3-5-2 ფორმაციაში მასინას ადგილი ნამდვილად უნდა მოიძებნოს.


ალესიო რომანოლი (21 წლის ; “მილანი”)

1

როგორც იცით, გასულ ზაფხულში “მილანი” ცენტრალური მცველის ძიებით იყო დაკავებული. საბოლოოდ “როსონერის” სკაუტებმა ალესიო რომანოლის მიაკვლიეს. “რომასთან” წარმოებული გაწელილი მოლაპარაკებების წყალობით 21 წლის მცველი მილანურ ბანაკში გადაბარგდა.

რომანოლი საკმაოდ მალე იქცა “როსონერის” დაცვის ლიდერად. სეზონის ბოლოსკენ ის არა მარტო დაცვის, არამდე გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც ითვლებოდა. რომანოლი თავის მარცხენა ფეხს მაქსიმალურად იყენებს, მისი პასების უმეტესობა ზუსტია.

მისი ტექნიკური შესაძლებლობებისა და თამაშის კითხვის უნარის წყალობით, რომანოლის ღირსეულად შეუძლია ჯორჯო კიელინის ჩანაცვლება იტალიის ნაკრებში.


დანიელე რუგანი (21 წლის ; “იუვენტუსი”)

1

“ემპოლიში” არენდის წესით გატარებული მშვენიერი სეზონის შემდეგ (2014-15), დანიელე რუგანი “იუვენტუსში” დიდი იმედებით დაბრუნდა. მაგრამ, პირველი 6 თვის მანძილზე, ბრწყინვალე BBC-ის (ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი) გადამკიდე, მან “ბებერი ქალბატონის” რიგებში თავის გამოჩენა ვერ მაოხერხა.

საბოლოოდ, 21 წლის ფეხბურთელმა გამოცდილი თანაგუნდელების ტრავმების წყალობით იხეირა და ყველას დაუმტკიცა, რომ მას ყველაფერი აქვს, რაც “იუვეს” ძირითადში უფრო ხშირად თამაშისთვის არის საჭირო. აღსანიშნავია ისიც, რომ BBC-ს წყალობით, რუგანი, ინტელიგენტი ცენტრალური მცველი დღითი-დღე პროგრესირებს. უახლოეს მომავალში, იტალიის ნაკრებს ისეთი ფეხბურთელი, როგორიც რუგანია, აუცილებლად დასჭირდება.

აგენტი: “დონარუმა “მილანს” მხოლოდ უცხოურ კლუბში გაცვლის”

ახალგაზრდა, პერსპექტიული მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას აგენტი, მინო რაიოლა აღიარებს, რომ ეს უკანასკნელი “მილანთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს და აღნიშნავს იმასაც, რომ ის სხვა იტალიურ კლუბში არასდროს გადავა.

“დონარუმა იტალიაში მხოლოდ “მილანს” ხედავს, თუ ის კლუბის დატოვებას გადაწყვეტს, მისი არჩევანი სხვა იტალიური კლუბი არასდროს იქნება. არაფრის დაკონკრეტებას არ ვაპირებ, მაგრამ ყველა ხედავს, რომ ის სხვა კლუბები ყურადღებას იპყრობს.

მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ის მილანში თავის საქმეს დიდებულად აკეთებს. კრისტიან აბიატი მისთვის ძმასავით არის, ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს.”

როგორც იცით, დონარუმა ჯერჯერობით იტალიის 21-წლამდელთა ნაკრებში ირიცხება, თუმცა რაიოლას უნდა, რომ ანტონიო კონტემ მას თავის გუნდში თამაშის შანსი მისცეს: “ვიცი, რომ კონტე მისთვის ყველაფერს გააკეთებს, იმედი მაქვს მას შანსი მიეცემა.”

დონარუმამ ტრავმის გამო თამაში ვერ გააგრძელა

„კიევოსთან“ მიმდინარე მატჩში „მილანის“ მაკარე ჯანლუიჯი დონარუმა დაშავდა, „როსონერის“ მეკარემ ამის გამო თამაში ვერ გააგრძელა. მე-19 წუთიდან მისი ადგილი კრისტიან აბიატიმ დაიკავა.

ტრავმის სიმძიმე და ახალგაზრდა გოლკიპერის მოედანზე დაბრუნების შესაძლო თარიღი მოგვიანებით გაირკვევა.

გალიანი: „დონარუმა არ იყიდება“

„მილანის“ ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი „როსონერის“ 17 წლის მეკარის ჯანლუიჯი დონარუმას „ბარსელონაში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„დონარუმა არ იყიდება, „ბარსელონასთან“ მოლაპარაკება არ დაგვიწყია. ის ჩვენი მეკარეა და მისი იმედი გვაქვს“, – ციტირებს გალიანიმ „Barcastuff“-ი.

ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ჯანლუიჯი ბუფონი 2018-ში?

როგორც იცით, ჯანლუიჯი ბუფონი, რომელსაც ნაკრებში დაახლოებით 20 სეზონი აქვს ჩატარებული, კარიერის დასრულებას 2018 წელს აპირებს.

იტალიის ნაკრებში მისი ჩანაცვლება ნამდვილად ძალიან რთული იქნება. თუმცა, იტალიელთა საბედნიეროდ მათ ჰყავთ რამოდენიმე ნიჭიერი მეკარე, რომელმაც შესაძლოა ეს საქმე იკისროს.

გთავაზობთ იტალიის ნაკრების მთავარი მეკარეობის 5 კანდიდატურას:

Mundo_Deportivo.svg

Mundo_Deportivo.svg

Mundo_Deportivo.svg

Mundo_Deportivo.svg

Mundo_Deportivo.svg

რაიოლა: „დონარუმას სანაცვლოდ 40 მილიონი ცოტაა“

„მილანის“ ახალგაზრდა მეკარის ჯანლუიჯი დონარუმას აგენტს მინო რაიოლას თავისი კლიენტის სანაცვლოდ 40 მილიონი ეცოტავება.

„40 მილიონი დონარუმას სანაცვლოდ? მისი მსგავსი მეკარისთვის ეს დაბალი ფასია“, – განაცხადა რაიოლამ.

შეგახსენებთ, რომ დონარუმა „როსონერის“ ძირითად შემადგენლობაში მიმდინარე სეზონის მიმდინარეობისას გამოჩნდა.

„მილანი“ დონარუმას ერთ მილიონს შესთავაზებს – „La Gazzetta dello Sport“

ცნობილი საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა 16 წლის მეკარისთვის ჯანლუჯი დონარუმასთვის ჩინებული კონტრაქტის მისაღებადახლოსაა.

ამჟამად დონარუმას ხელფასი წელიწადში 160 ათას ევროს შეადგენს, თუმცა უახლოეს დროში მასთან ახალი შეთანხმება გაფორმდება. როგორც „La Gazzetta dello Sport“-ი წერს, „შავ-წითების“ ხელმძღვანელობა პერპექტიული მეკარის ყოველწლიურ ხელფასს ერთ მილიონ ევრომდე გაზრდის, შეთანხმება კი 2019 წლამდე გახანგრძივდება. წესების მიხედვით, ეს 18 წლამდე ფეხბურთელისთვის მაქსიმალური ხელფასის ოდენობაა.

გარდა ამისა, წყაროს ინფორმაციით, „მილანის“ ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი რაიოლას წინასწარ ხუთწლიანი კონტრაქტის თაობაზეც შეუთანხმდა, რომელიც 2017 წლის 25 თებერვალს ამოქმედდება, როდესაც დონარუმა სრულწლოვანი გახდება.