ყაზახეთის ნაკრებს 47 წლის მწვრთნელი ერვე რენარი ჩაიბარებს.
ფრანგი სპეციალისტი ასტანაში უკვე შეხვდა ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს. ყაზახური პრესის ცნობით, ახალ მწვრთნელს უახლოეს დღეებში წარადგენენ.
ერვე რენარი ცნობილია აფრიკის თასის გათამაშებაზე 2012 წელს ზამბიის, ხოლო 2015 წელს კოტ დივუარის ნაკრებებთან ერთად გამარჯვებით. იგი უკანასკნელად “ლილს” თავკაცობდა, რომელიც 2015 წლის მაისში ჩაიბარა, ხოლო ნოემბერში გაათავისუფლეს, ვინაიდან საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 13 მატჩში მხოლოდ 13 ქულის მოგროვება შეძლო.