რობი კინი: “ჯერ კიდევ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია ნაკრებისთვის”

ირლანდიის ნაკრების თავდამსხმელმა რობი კინმა იმედი გამოთქვა, რომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ბოსნია/ჰერცეგოვინის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ მატჩებში თამაშის შესაძლებლობა მიეცემა.

“ჯერ კიდევ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია ნაკრებისთვის. ჩემს კლუბში ჩატარებულ 24 მატჩში 20 გოლი გავიტანე. სწორ გზას ვადგავარ და მზად ვარ, კიდევ ბევრი ბურთი გავიტანო. არა მგონია, რამის გაკეთება მჭირდებოდეს იმისთვის, რომ მწვრთნელს ჩემი პოტენციალი დავუმტკიცო. ნაკრების რიგებში გატანილი 67 გოლი ყველაფერზე მეტყველებს, თუმცა გადაწყვეტილებას გუნდის თავკაცი იღებს. გუნდი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი ფეხბურთელი”, – რობი კინის კომენტარი “სქაი სპორტსმა” გამოაქვეყნა.

ირლანდიელები ბოსნია/ჰერცეგოვინის ნაკრებს 13 და 16 ნოემბერს დაუპირისპირდებიან.