“გალათასარაის” თავკაცის მოვალეობას კლაუდიო ტაფარელი შეასრულებს

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მეკარე კლაუდიო ტაფარელი “გალათასარაის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ თურქული კლუბის ხელმძღვანელობამ დაუკმაყოფილებელი შედეგების გამო ჰამზა ჰამზაოღლუ გაათავისუფლა, რის შემდეგაც გუნდის თავკაცის პოსტი ვაკანტური იყო.

ტაფარელი “გალათასარაის” ღირსებას ფეხბურთელის რანგშიც იცავდა. ბრაზილიელი მეკარე თურქულ კლუბში 1998-დან 2001 წლამდე გამოდიოდა. ამ პერიოდის განმავლობაში ორ-ორჯერ მოიგო თურქეთის ჩემპიონატი და თასი, დაეუფლა უეფას თასსა და ევროპის სუპერთასს. ტაფარელი 2011 წლიდან “გალათასარაის” სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა, 2014 წლიდან კი ანალოგიურ საქმიანობას ბრაზილიის ნაკრებში ახორციელებდა.