“რომა”, “ინტერი” და “რეალი” 17 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელით დაინტერესდნენ

იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი” იუწყება, რომ “რომა”, და მილანის “ინტერი” “პონტე პრეტას” თავდამსხმელ ლეანდრინიოთი დაინტერესდნენ.

17 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2015 წლის 21 დეკემბერს ეწურება. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიის ახალგაზრდული ნაკრების წევრი შესაძლოა, “გრანადაში” გადავიდეს, თუმცა გარიგება შესაძლოა, არ შედგეს, იქიდან გამომდინარე, რომ ლეანდრინიო საკმაოდ ახალგაზრდაა იმისთვის, რომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს.

მის მიმართ ინტერესს მადრიდის “რეალიც” იჩენს.