ზაგრების “დინამოს” ფეხბურთელს ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

ზაგრების “დინამოსა” და მაკედონიის ნაკრების ნახევარმცველ არიან ადემის ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. 24 წლის ფეხბურთელმა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ლონდონის “არსენალის” წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ დოპინგ-ტესტი ჩააგდო.

ადემი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

“მიჭირს იმის აღწერა, რას ვგრძნობ ახლა. არ ვარ დამნაშავე. უკანონო არაფერი გამიკეთებია”, – აღნიშნა ადემიმ.